II კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 13%-ით შემცირდა - კომუნიკაციების კომისია

II კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 13%-ით შემცირდა - კომუნიკაციების კომისია

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის II კვარტალში ტელე- და რადიომაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 20 მილიონი ლარიდან 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა.

კომისიის ცნობით, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში სარეკლამო შემოსავალი 13%-ით შემცირდა და გასული წლის II კვარტალის 18 მილიონი ლარის ნაცვლად, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ტელემაუწყებლებისთვის 2025 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 71.1%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 17.7% – სპონსორობამ, ხოლო 11% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

შემოსავალი გაიზარდა:

  • „POSTV“ – +15% (1.6 მლნ ₾)
  • „ტელეკომპანია პირველი“ – +52% (1.6 მლნ ₾)
  • „ფორმულა“ – +18% (1.4 მლნ ₾)
  • „ბი ემ ჯი“ – +14% (1.0 მლნ ₾)
  • „სილქნეტი“ – +33% (0.3 მლნ ₾)

შემოსავალი შემცირდა:

  • „ტელეიმედი“ – -10% (5.4 მლნ ₾)
  • „რუსთავი 2“ – -10% (2.6 მლნ ₾)
  • „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – -71% (0.2 მლნ ₾)

შემოსავალი უცვლელი დარჩა:

  • „ჯი-დი-ეს თი-ვი“ – 0% ცვლილება (0.6 მლნ ₾)
  • „სილქ მედია“ – 0% ცვლილება (0.1 მლნ ₾)