Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის III კვარტალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის ამავე კავრტალთან შედარებით, 29.2%-ით გაიზარდა და 4,876 ერთული შეადგინა. პარალელურად, ბაზრის ზომა 57%-ით, 300 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 27.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,350 აშშ დოლარი შეადგინა. Colliers Georgia-ს განმარტებით, ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 48.8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მეორეულ ბაზარს, ამ შემთხვევაში 10.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ერთიანად დარეგისტრირდა 460-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია ახალ პროექტებში საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 14.9%-ით მოიმატა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
Colliers Georgia შენიშნავს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც, მისი განცხადებით, ფასების ზრდის ტრენდი რეალობას არ ასახავს.










