ილონ მასკის ქონება $800 მილიარდს უახლოვდება

ილონ მასკის ქონება $800 მილიარდს უახლოვდება

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, ქონებას 62 მილიარდი დოლარი შემატა მას შემდეგ, რაც კერძო საინვესტიციო რაუნდით მისი ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური მედიის კომპანიის, xAI Holdings-ის, შეფასება 250 მილიარდ დოლარამდე გაორმაგდა.

Forbes-ის ვარაუდით, მალე ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდება, რომლის ქონებაც $800-მილიარდიანი ნიშნულს გადალახავს. ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, მასკის xAI Holdings-მა მიმდინარე თვის დასაწყისში კერძო ინვესტორებისგან 20 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც კომპანიას 250 მილიარდ დოლარად აფასებს.

შეგახსენებთ, როდესაც გასული წლის მარტში ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI თავის სოციალურ მედია კომპანია X-თან (ყოფილი Twitter) გააერთიანა, მისივე თქმით, ეს შეფასება 113 მილიარდ დოლარს შეადგენდა. Forbes-ის შეფასებით, ამ გარიგებამ xAI Holdings-ში მასკის 49%-იანი წილის ღირებულება 62 მილიარდი დოლარით გაზარდა. საერთო ჯამში, მისი წილის ღირებულებამ 122 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Forbes-ის რეალურ დროში განახლებად სიის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ამჟამად თითქმის 780 მილიარდ დოლარს შეადგენს. ილონ მასკი მეორე რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ლარი პეიჯს მთელი 510 მილიარდი დოლარით უსწრებს. Google-ის თანადამფუძნებელი მოცემული დროისთვის 270 მილიარდ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობს. მესამე ადგილს კი Amazon-ის დაფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი იკავებს, რომლის ქონება თითქმის 250 მილიარდ დოლარს უტოლდება.