ილონ მასკის თქმით, SpaceX-მა სასესხო გარიგების შედეგად $40 მილიარდი მოიზიდა

ილონ მასკის თქმით, SpaceX-მა სასესხო გარიგების შედეგად $40 მილიარდი მოიზიდა

ფოტო: Michael Gonzalez/Getty Images

 

კვირას ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის დასაფინანსებლად $40 მილიარდის მოცულობის სესხი აიღო, რაც ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი სიმძლავრის ხარჯების ზრდას.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა სასესხო გარიგების წარმატებით დადება კომპანიის საინვესტიციო დონის სტატუსს და Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ბიზნესიდან მიღებულ შემოსავალს მიაწერა.

მასკის განცხადებით ნათელი არ ხდება, თუ რას გულისხმობს ის გარიგების „დახურვაში“ ან დათანხმდნენ თუ არა ინვესტორები ვალის ფასწარმოქმნას.

კომპანიის ფინანსური დირექტორის, ბრეტ ჯონსენის თქმით, მეოთხე კვარტალში კომპანია $35-40 მილიარდამდე მოცულობის კაპიტალურ ხარჯებს ელის.

Reuters-მა თვის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ SpaceX-ი Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შესაძენად $40 მილიარდის მოზიდვის მიზნით ბანკებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

SpaceX-ის მიერ სესხის აღების საჭიროება ხაზს უსვამს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ უზარმაზარ კაპიტალურ მოთხოვნილებას, რადგან ტექნოლოგიური კომპანიები პროცესორებისა და გამოთვლითი ინფრასტრუქტურის შექმნაში სულ უფრო აქტიურად ეჯიბრებიან ერთმანეთს.

მესამე კვარტალში SpaceX-ის შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 161%-ით გაიზარდა და $14.58 მილიარდს მიაღწია. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შემოსავალი კი თითქმის ათჯერ გაიზარდა და $7.56 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მკაფიო დასტურია იმისა, რომ SpaceX-ის მიერ ხელოვნურ ინტელექტში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები შედეგს იძლევა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.