„Sayın yolcularımız, Türk Hava Yolları’na hoş geldiniz”- თუ ეს ტექსტი პილოტის ხმის ტონალობით წაიკითხეთ ესე იგი, Turkish Airlines-ის ერთგული მგზავრი ხართ.
ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია, რომელიც 1933 წლიდან ოპერირებს, თიბისი კონცეპტისა და Visa-ს მომხმარებლისთვის მოგზაურობას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
სამმა მსხვილმა ბრენდმა, თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines, საქართველოში პირველი სამოგზაურო ბარათი შექმნა. სტამბოლში მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უნიკალური დიზაინის მქონე, მეტალის სამოგზაურო ბარათის პრეზენტაცია 17 ივლისს, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში გაიმართა. ოფიციალურ ღონისძიებას სამივე კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლები ბრენდისგან ექსკლუზიური შემოთავაზებებით დიდი ხანია განებივრებულები არიან. გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. მსგავსი ინოვაციური პროდუქტი საქართველოს ბაზრისთვის პირველია. მთავარი კი ისაა, რომ ბარათი მფლობელს Miles&Smiles მილების დაგროვებისა და სამოგზაურო პრემიუმ ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას ნებისმიერ ქვეყანაში მისცემს.
„გვჯერა, რომ ახალი პროდუქტი მფლობელებს არა მხოლოდ დამატებით პრივილეგიებს მიანიჭებს, არამედ მათი ცხოვრების სტილის კომპანიონიც გახდება“- აღნიშნა Turkish Airlines-ის ლოიალური მენეჯმენტის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ნურან ერდაღ ჰაბერდარმა.
თქვენს მეგზურობას აღნიშნული ბარათი ნამდვილად ბევრგან გაგიწევთ: Turkish Airlines-ითა და Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანიებით ფრენისას, საზღვარგარეთ შოპინგის, გართობისა თუ კულინარიული თავგადასავლების დროს- თითოეულ ეტაპზე Miles&Smiles მილებსაც დააგროვებთ. ასევე, Miles&Smiles პროგრამის პარტნიორი სასტუმროების, მანქანის დაქირავების თუ სხვა მომსახურებების რეზერვაციისას.
„ჩვენ გვსურს განსაკუთრებული ღირებულება შევქმნათ მათთვის, ვისაც მოგზაურობა ასე ძალიან უყვარს “, – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.
90 წლიანი ისტორიის მქონე ავიაკომპანიასთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თიბისი საქართველოში მიჩნეული იყო ბრენდად, რომელსაც პრემიუმ მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ ჩვენთვის Visa-სთან და Turkish Airlines-თან თანამშრომლობა ძალიან ფასეულია“- აღნიშნა მან. სიმბოლური იყო ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტისთვის გადაცემული საჩუქარიც. ლეგენდარული სცენოგრაფის პეტრე ოცხელის „მფრინავი მღებავი“, რომელსაც თიბისიმ ახალი სიცოცხლე შთაბერა, ზუსტად იმეორებს ბრენდის ღირებულებებს.
პეტრე ოცხელისთვის ხელოვნება იყო ერთადერთი საშუალება ჩაკეტილ საზღვრებს მიღმა ეფრინა. ამავე იდეას და ფრაზას იმეორებს ცნობილი მსახიობი მერაბ ნინიძე სამოგზაურო ბარათისთვის მიძღვნილ ვიდეორგოლშიც, რომლის ჩვენებაც ღონისძიებაზე შედგა.
თუ ზოგიერთი ადამიანისთვის, ხელოვნება გაქცევის გზააა, მსახიობისთვის ამ გზას საკუთარ თავთან მიჰყავხარ. ემოციებით სავსე ვიდეორგოლში, მაყურებელი მერაბ ნინიძესთან ერთად მოგზაურობს მის ბავშვობაში, კინოროლებსა და აწმყოში. რამდენიმე წუთში მსახიობი სრულად გვაჯერებს, რომ სამყარო მანამდეა მიუწვდომელი, კულტურა კი უცხო, სანამ მას არ მიუახლოვდები და არ გაიცნობ. ვიდეორგოლის გზავნილიც შესაბამისია: იმოგზაურე საზღვრების გარეშე.
ბარათის შეძენა მომხმარებლებს აგვისტოს თვიდან, პირადი ბანკირის დახმარებით შეეძლებათ. ბარათის უპირატესობის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე პასუხსაც თიბისი კონცეპტის ვებგვერდზე იპოვით.
S