პარიზში მიმდინარე 2024 წლის ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მეშვიდე მედალი მოიპოვა. პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიგო.
27 წლის პარასპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ყაზახ აიალა მერეკეს დაუპირისპირდა. შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც ინამ მეტოქე ვაზარიზე დააგდო.
როგორ უკვე აღვნიშნეთ, პარიზის პარაოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია: ერთი – ოქრო, სამი – ვერცხლი და სამი – ბრინჯაო.
2024 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 28 აგვისტოს გაიმართა. სპორტის 22 სახეობაში პარასპორტსმენები ერთმანეთს 8 სექტემბრამდე შეეჯიბრებიან.