2024 წლის 10-11 ოქტომბერს PASHA Holding-ის მიერ ორგანიზებული INMerge Innovation Summit-ი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ბრუნდება.
ამ ყოველწლიური სამიტის მიზანია, რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას, სტარტაპებისა და ინვესტორების კოლაბორაციას შეუწყოს ხელი და ამავდროულად, დაინტერესებულ მხარეებს შორის იდეებისა და გამოცდილებების გაცვლისთვის პლატფორმა შექმნას. ის პროგრესულად მოაზროვნე ინოვატორებს, ინვესტორებსა და ფინტექის, ტელეკომუნიკაციების, ელექტრონული ვაჭრობისა და სხვა მრავალი ინდუსტრიის გავლენიან ლიდერებს აერთიანებს. სამიტი კავშირების დასამყარებლად სტრატეგიული ჰაბიცაა, რომელიც მონაწილეებს მთავარი პარტნიორების მოძიებაში, კოლაბორაციებში და რეგიონის ლიდერებსა და ინოვატორებთან საერთაშორისო პარტნიორობების მოპოვებაში ეხმარება.
წლევანდელ INMerge Innovation Summit-ზე YouTube-ის თანადამფუძნებელ სტივ ჩენს იხილავთ. ამასთან, სპიკერებს შორის არიან Amazon-ის ვიცე-პრეზიდენტი და CTO ვერნერ ფოგელსი და Avito-ის CEO ვლადიმირ პრავდივი. მათ შეუერთდებიან Paradox Strategies-ისა და InnovationForce-ის დამფუძნებელი, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი ლინდა ჰილი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ილია სტრებულაევი.
სამიტი სტარტაპებს საკუთარი კონცეფციის წარმოდგენის, სტრატეგიული პარტნიორობების დამყარებისთვის შეუდარებელ შესაძლებლობას აძლევს და გზას უხსნის $25,000-იანი საპრიზო ფონდისკენ. გარდა ამისა, სტარტაპების მიერ INMerge Innovation Summit-ზე მოპოვებულ ინვესტიციას PASHA Holding-ის მაქსიმუმ $200,000-ის ოდენობის დაფინანსებაც დაემატება.
დამსწრეები მიწვეულნი იქნებიან სამუშაო შეხვედრებზე, რომელთა მიზანია, უახლეს ტრენდებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს ნათელი მოჰფინოს და მონაწილეებს ღირებულ საგანმანათლებლო ბენეფიტებს შესთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ INMerge Innovation Summit-ის მამოძრავებელი ძალა აზერბაიჯანის წამყვანი საინვესტიციო ორგანიზაცია PASHA Holding-ია, რომლის მრავალფეროვანი პორტფოლიო სხვადასხვა სექტორს ფარავს. PASHA Holding-ი ქვეყანაში საინვესტიციო კულტურის ხელშეწყობაში მთავარ როლს თამაშობს. ის საქართველოშიც მყარად იკავებს პოზიციას თავისი კორპორაციული ბანკით, Pasha Bank Georgia-თი, რომელიც აქტიურადაა ჩართული INMerge Innovation Summit-ის ორგანიზებაში, რაც ხაზს უსვამს, რომ Pasha Holding-ი ტრანსსასაზღვრო ინოვაციასა და რეგიონული განვითარებისთვის დინამიკური პლატფორმის შექმნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
მეტი ინფორმაციისა და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: www.inmerge.az.