რობერტ ჯ. მურის მისია - თანამედროვეობაზე მორგებული სწავლება ლიდერებისთვის

რობერტ ჯ. მურის მისია - თანამედროვეობაზე მორგებული სწავლება ლიდერებისთვის

ფოტო: Robert J Moore

დღესდღეობით ლიდერობის დინამიკა უწყვეტად და სწრაფად იცვლება. წარმატებისთვის, მომავალ ლიდერს უნდა ჰქონდეს როგორც სტრატეგიული ხედვა, ასევე მოტივაცია და ინოვაციური აზროვნება. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობს რობერტ ჯ. მური. კომპანიის დაარსებიდან, 2005 წლის იანვარში, მან შექმნა ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ უნდა განავითარონ ლიდერული უნარები ინდივიდებმა და ორგანიზაციებმა.

ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა, რადგან პირადი და პროფესიული ზრდის ტექნიკების შესწავლაზე მოთხოვნა მაღალია. რობერტ ჯ. მურის მიდგომა მარტივია, მაგრამ ღრმა: „მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს კლიენტებს, რომ მნიშვნელოვანია მათი ემოციები და არა ფული. წარმატება მოვა მაშინ, როდესაც გააკეთებთ იმას, რაც ნამდვილად გინდათ“. მისი სწავლების პროგრამები, რომლებიც მიმართულია გრძელვადიანი პირადი და პროფესიული განვითარების მახასიათებლებზე ამ ფილოსოფიაზე დაფუძნებული. მოკლევადიანი მოტივაციის ნაცვლად, მისი მეთოდოლოგია მიზნად ისახავს ჯანსაღი ჩვევებისა და აზროვნების ჩამოყალიბებას.

მისი მთავარია წინ წამოიწიოს არა მატერიალური კეთილდღეობის სურვილები, არამედ შინაგანი მოტივაციები. ეს იდეალური პრინციპია, რომელიც ახლა უნდა განვითარდეს, რადგან ლიდერები უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე არიან, როგორიცაა სახლიდან მუშაობა, ეკონომიკური არასტაბილურობა და თანამშრომლების მიდგომა სამუშაოს მიმართ.

სურვილებისა და მიზნების ფილოსოფია

რობერტ ჯ. მური მიზნის ძიებამ პირადი განვითარების და ლიდერობის სწავლებების სამყარომდე მიიყვანა. “მივხვდი, რომ თანამედროვე სამყაროში ლიდერებად არ იბადებიან, არამედ ყალიბდებიან,” ამბობს ის. “ამ ფილოსოფიამ შთამაგონა, რომ შემექმნა წვრთნის პროგრამა, რომელიც ადამიანების დახმარებაზეა ორიენტირებული, რათა გაერკვიონ საკუთარ მისწრაფებებში და აქციონ ის წარმატების საფუძვლად.”

იანვარში 2005 წელს დაარსებული Next Level Coaching სწრაფად გახდა პოპულარული პროფესიული განვითარების სფეროში. რობერტ ჯ. მურის ბიზნესი სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც მოიცავს მაღალ პროფესიულ წვრთნებს, ასევე ლიდერობის განვითარების პროგრამებს. თითოეული პროგრამა მორგებულია ინდივიდუალურად მომხმარებლისა და დიდი ორგანიზაციების საჭიროებებზე.

ზემოთ აღნიშნული ფილოსოფიის გარდა, რობერტ ჯ. მურის წვრთნის მეთოდები ეყრდნობა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკებს. მისი პროგრამები შექმნილია დროებითი მოტივაციის უზრუნველყოფისა და გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის, რაც ხელს უწყობს პროფესიულ წარმატებასა და პიროვნულ ზრდას. ეს სურვილებისა და მეცნიერების მიქსი იზიდავს მზარდ მომხმარებელთა ბაზას, როგორც ახალგაზრდა მეწარმეებს, ასევე  მენეჯერებს, რომლებიც ახალ პერსპექტივებს ეძებენ.“

„წვრთნა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ პრობლემების გადაჭრა,“ – განმარტავს ის. „თქვენ ასევე უნდა შეცვალოთ აზროვნება, რაც კიდევ უფრო ძლიერს გხდით.“

უმოკლეს დროში, რობერტ ჯ. მურმა ისეთი მნიშვნელოვანი აღიარება მიიღო, როგორიცაა ‘ლეგენდარული მწვრთნელების ჯილდო’ ფორბს ბიზნესის ჯილდოებიდან. „მე ყოველთვის მჯეროდა, რომ აღიარება თქვენი გავლენის მაჩვენებელია,“ ამბობს მური. „მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი, საქმის პროცესია – აღიარება მხოლოდ ერთ-ერთი შედეგია.“

თანამედროვეობასთან ადაპტირება

ქოუჩინგის ინდუსტრია ფართოვდება და ასევე იზრდება ინოვაციის საჭიროება. Next Level Coaching-ის მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მარკეტინგული და კლიენტებთან ურთიერთობის ინსტრუმენტების შეთავაზებაა. “ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს მარკეტინგის ავტომატიზაციისთვის და ასევე რეალურ დროში ვაკვირდებით მომხმარებელთა პროგრესს,” ამბობს რობერტ ჯ. მური. “ეს გვეხმარება გამოცდილების პერსონალიზებაში, ადამიანური ღირებულებების დაკარგვის გარეშე.”

ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიულმა გამოყენებამ უდიდესი გავლენა მოახდინა მომხმარებელთა ჩართულობაზე. ავტომატიზირებული ინსტრუმენტები რობერტ ჯ. მურის გუნდს აძლევს საშუალებას, რომ უფრო პერსონალიზირებული ქოუჩინგი შესთავაზოს. ეს პროგრესი კომპანიებს ზრდაში ეხმარება, აძლევს გარანტიას, რომ შეძლებს დააკმაყოფილოს გაზრდილი მოთხოვნა, ხოლო მომხმარებელთა მაღალი პერსონალიზაციის დონე შენარჩუნდება, კომპანიის მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით.

თუმცა, რობერტ ჯ. მური ფრთხილობს, რომ ტექნოლოგიამ არ გადაფაროს პიროვნული ურთიერთობები მისი ქოუჩინგის პრინციპებში. “ტექნოლოგიამ შეიძლება გააუმჯობესოს ქოუჩინგის გამოცდილება, მაგრამ ის ვერასოდეს შეცვლის ადამიანების როლს, რომელიც ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია,” აღნიშნავს ის. რობერტ ჯ. მური პოულობს ბალანსს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და ადამიანის როლზე ქოუჩინგში, რათა შექმნას ჰიბრიდული მოდელი, რომელიც მომავალში ინდუსტრიაზე დიდ გავლენას მოახდენს.

ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის გარდა, რობერტ ჯ. მური თავის ქოუჩინგის პროგრამებს ავითარებს სპეციალიზებული შეთავაზებებით, რომლებიც მორგებულია  თანამედროვე კორპორატიული სამყაროს უნიკალურ გამოწვევებზე. მისი ლიდერობის პროგრამების მთავარი ფოკუსია სახლიდან მუშაობით გამოწვეულ სირთულეები, მრავალფეროვანი გუნდების მართვა და ემოციური ინტელექტის გაზრდა — ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ლიდერისთვის.

ეს პროგრამები სპეციალურად შექმნილია პოსტ-პანდემიური გამოწვევების დასაძლევად, მზარდი მოთხოვნაა ორგანიზაციებისგანაც, რომელთა მიზანიცაა ლიდერებში ადაპტირებისა და მოქნილობის უნარების დამკვიდრებაა.

გზა უიღბლობიდან წარმატებამდე

ქოუჩინგში მისი წარმატების გარდა, რობერტი მიიწვიეს ისეთ ინდუსტრიის ლეგენდებთან ერთად, როგორიცაა სატიშ ვერმა, ჯეკ კენფილდი, ლეს ბრაუნი, ბობ პროქტორი, ერიკ თომას, მარიან პადჟანი და არმან მორინი. მისი შთამბეჭდავი ისტორია, უსახლკარობისა და პატიმრობის დაძლევიდან, ფორბსში გამოქვეყნებამდე, გადაღებულია 2023 წლის დოკუმენტურ ფილმში „თავისუფლების რეინვენტირება“. ამ დოკუმენტურმა ფილმმა მოიპოვა ცხრა ჯილდო და წარმოაჩენს რობერტის მტკიცე და თავდაჯერებულ ხასიათს.“

მისი სიძლიერე პირადი ცხოვრების სირთულეების გადალახვის პროცესში გახდა მისი ქოუჩინგის ფილოსოფიის ცენტრალური თემა. რობერტ ჯ. მური ხშირად აღნიშნავს თავის ისტორიას, როგორც ძლიერ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება სირთულე გარდაიქმნას განვითარების შესაძლებლობად. ეს მიდგომა მომხმარებელზე დადებითად მოქმედებს და ამყარებს მის, როგორც მენტორის რეპუტაციას, რომელიც ლიდერობს რეალობაზე დაყრდნობით.

გლობალური ამბიციები

რობერტ ჯ. მურს სამომავლოდ ამბიციური გეგმები აქვს. იგი Next Level Coaching-ის გაფართოვებას გეგმავს გლობალურ ბაზარზე, ტექნოლოგიების გამოყენებას, რომ მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებს ვირტუალური მენტორინგის მომსახურებები შესთავაზოს. ის უკვე ხედავს მომხმარებელთა ბაზის მნიშვნელოვან ზრდას, რაც გამოწვეულია პირადი რეკომენდაციებითა და სტრატეგიული მარკეტინგით.

„ჩვენ მხოლოდ პატარა ნაწილი ავითვისეთ იმ შესაძლებლობების, რაც გაგვაჩნია,“ – ამბობს ის. „ძალიან ბევრი ლიდერია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, და მინდა, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ მათ მივწვდებით. ლიდერობის ტექნიკა და ის ინსტრუმენტები, რომლითაც მას ვავითარებთ, მუდმივად იცვლება. „მნიშვნელოვანია, რომ ადაპტირებადი იყოთ, მაგრამ თქვენი ძირითადი ღირებულებების მიმართ რწმენა შეინარჩუნოთ.“

მიუხედავად იმისა, რომ მისი ყურადღება პროფესიულ ზრდაზეა მიმართული, მური ასევე აღნიშნავს პირადი განვითარების მნიშვნელობას. მას სჯერა, რომ ლიდერები მხოლოდ მაშინ შეძლებენ წარმატებით მართონ, თუ პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნებენ. მისი პროგრამები მოიცავს ჯანმრთელობისა და ფსიქიკური გამძლეობის ელემენტებს, რაც ლიდერობის განვითარების სრულყოფილ პრინციპს ქმნის.“

„ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა იპოვონ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, არა მხოლოდ პროფესიაში, არამედ მათი ცხოვრების ყველა სფეროში,“ ამბობს ის.

მისი სამუშაო ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. „ლიდერობის ქოუჩინგის მომავალი უსაზღვროა,“ ამბობს რობერტ ჯ. მური. „მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ვიქნები მომავლის ფორმირების ნაწილი”.

S