ადგილობრივ ბაზარზე მწვანე, ეკომეგობრულ სივრცეებზე მოთხოვნა მზარდია და შესაბამისად იზრდება Maqro Development-ის ინვესტიციაც. 2013 წლიდან კომპანიამ საქართველოში უკვე ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დააბანდა, 2000 ბინა გაყიდა და ახლა ყველაზე მასშტაბურ პროექტს, „მაქრო სითი თბილისს” წარადგენს – მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელშიც საცხოვრებელ და რეკრეაციულ კომფორტს გრძელვადიანი საინვესტიციო ღირებულება ერწყმის.
ავტორი: იზა გვარამაძე
Maqro Development-ი Maqro Construction-ს გასული წლის ზაფხულში გამოეყო და ფოკუსი მთლიანად საცხოვრებელ კომპლექსებზე გადაიტანა. „ამ მიმართულების ცალკე გამოყოფისკენ გვიბიძგა სურვილმა, რომ ბაზარს მაქსიმალურად დახვეწილი, საჭირო პროდუქტი შევთავაზოთ“, – გვეუბნება მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ოღუზ ქაან ქარაერი და დასძენს, რომ Maqro Development-ი აღნიშნული მიზნის მიღწევას უკვე განხორციელებული პროექტების გამოცდილებაზე დაყრდნობით „მაქრო სითი თბილისში“ გეგმავს. მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ პროექტთან ერთად კომპანია სარგებლიან შეთავაზებებს ინვესტორებსაც ჰპირდება.
პირველი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა Maqro Development-მა 2013 წელს დაიწყო, როდესაც ამ ტიპის პროექტები ქართული ბაზრისთვის ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენდა. ეს საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტია“, რომელიც 350 ბინას, 3,500 კვადრატული მეტრი ფართობის გამწვანებულ ზონას, კალათბურთის მოედანსა და ბავშვთა გასართობ სივრცეებს აერთიანებს.
ოღუზ ქაან ქარაერი ჩვენთან საუბრისას პირველი მცხოვრებლების უკუკავშირსაც იხსენებს, რამაც კომპანიის მომავალი პროექტის დაგეგმვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. როგორც ამბობს, „მწვანე ბუდაპეშტში“ მომხმარებლების განსაკუთრებული მოწონება საცხოვრებელი კომპლექსის მწვანე ზონამ და ბავშვთა გასართობმა სივრცეებმა დაიმსახურა. ამან კომპანიას უბიძგა, ყველა მომავალი პროექტი „სიმწვანის“ კონცეფციაზე დაეფუძნებინა.
შესაბამისად, ამავე კონცეფციით შეიქმნა Maqro Development-ის მეორე პროექტი „მწვანე ალმასი“, რომელიც მთლიანობაში 70,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და 1688 ბინას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ წინა პროექტის უკუკავშირის პასუხად, კომპანიამ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში გამწვანებული ტერიტორია მნიშვნელოვნად გაზარდა და მას 23,000 კვადრატული მეტრი ფართობი დაუთმო. ამასთან ერთად, მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, გაიზარდა კომერციული ზონაც.
Maqro Development-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის თქმით, კომპანიის მესამე, უფრო მასშტაბური პროექტიც – „მაქრო სითი თბილისი“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით, ნოე რამიშვილის 30 ნომერში შენდება, მომხმარებლების საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე დაიგეგმა. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია 14 ივნისს გაიმართა და, პარალელურად, წინასწარი გაყიდვები დაიწყო.
კომპლექსი 100,000 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება, სრული ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი კი გამწვანებულ და რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რომელიც ოთხ საცურაო აუზს, ჩოგბურთის სამ კორტს, კალათბურთის ორ მოედანს, ღია და დახურულ ფიტნეს-სივრცეებს, ველო- და სარბენ ბილიკებს, ასევე საბავშვო გასართობ სივრცეებს მოიცავს. ამით გვიდასტურებს, რომ კომპანია მწვანე კონცეფციის ერთგულებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ახალ პროექტშიც აგრძელებს.
„„მაქრო სითი თბილისი“ არის კომპლექსი, სადაც ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი“, – გვეუბნება ოღუზ ქაან ქარაერი და პროექტის სხვა დეტალებსაც გვიზიარებს. მისი თქმით, საცხოვრებელი ბლოკები სხვადასხვა ზომისა და საჭიროების ოჯახებზე იქნება გათვლილი და სტანდარტული ტიპის ბინებს, ტერასული ტიპის აპარტამენტებსა და საკუთარი ეზოს მქონე ბინებს გააერთიანებს. აღსანიშნავია, რომ კომპლექსში იქნება საბავშვო ბაღი. გარდა ამისა, მოეწყობა ღია და დახურული საპარკინგე სივრცეები.
კომპანია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ბაზარზე მცირე ზომის ბინების შეთავაზებას ამ პროექტის ფარგლებშიც განაგრძობს „მაქრო სითი თბილისში“ წარმოდგენილი იქნება 2, 3- და 4-ოთახიანი ბინები, რომელთა ფართობი 45 მ²-დან დაიწყება. „როცა ბინების ზომას ზრდი, იზრდება ღირებულებაც, რაც მას მომხმარებლებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის. ჩვენი მიზანი კი როგორც მათ საჭიროებებთან, ისე შესაძლებლობებთან მორგებაა-,გვიხსნის Maqro Development-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი და დასძენს, რომ ზომისა და ტიპის მიუხედავად, პროექტის ყველა ბინა თანამედროვე დაგეგმარებით, ენერგოეფექტიანობითა და მაღალი ხარისხის გარე თუ შიდა მოპირკეთებით გამოირჩევა.
როგორც ოღუზ ქაან ქარაერი გვეუბნება, წინა პროექტების გამოცდილებაზე დაყრდნობით „მაქრო სითი თბილისში“ დაიხვეწება კომერციული ზონა და საოფისე სივრცეები. კერძოდ, კომერციული ფართები განთავსდება მხოლოდ იმ ბლოკებში, რომელთა ფასადები კომპლექსის შიდა და გარე მხარეს გადაჰყურებს. ეს უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას როგორც მობინადრეებისთვის, ისე გარე მომხმარებლებისთვის.
რაც შეეხება საოფისე ფართებს, აქ იქნება „თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, მოქნილი დაგეგმარების ოფისები, რომლებიც დააკმაყოფილებს როგორც მცირე, ისე მსხვილი კომპანიების მოთხოვნებს“, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.
კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი პროექტის უნიკალურობაზე საუბრისას ამბობს, რომ ეს იქნება პირველი კომპლექსი დედაქალაქში, სადაც მსოფლიოში აღიარებული ბრენდის, კერძოდ შვეიცარიული Mövenpick Living-ის სასტუმრო განთავსდება, რომელიც, მისი თქმით, „მაქრო სითი თბილისს“ დამატებით საინვესტიციო ღირებულებას ანიჭებს.
Maqro Development-ი ინვესტორებსა და მომავალ მცხოვრებლებს წინასწარი შესყიდვების შემთხვევაში განსაკუთრებულ შეთავაზებებს ამ პროექტის ფარგლებშიც ჰპირდება. კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის თქმით, კვადრატული მეტრის ფასი $1,250-დან იწყება. ამასთან, მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება მოქნილი პირობებით, პირველადი შენატანით 20%-დან, ხოლო ყოველთვიური გადასახადი $900-დან იწყება.
„ჩვენმა ერთგულმა ინვესტორებმა წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით უკვე იციან, რომ გარანტირებულ მოგებას მიიღებენ, თუ პროექტში საწყის ეტაპზევე ჩადებენ ინვესტიციას, რადგან ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსებში გასაყიდი თუ გასაქირავებელი ფასი საკმაოდ მაღალია“, – გვეუბნება ოღუზ ქაან ქარაერი და ამის მაგალითად „მწვანე ალმასი“ და „მწვანე ბუდაპეშტი“ მოჰყავს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კვადრატული მეტრის საწყისი ფასი $700 იყო, რომელიც პროექტის დასრულებისას $1500-მდე გაიზარდა, ამჟამად კი, მეორად ბაზარზე, $2500-დან $2750-მდე მერყეობს.
S