Christie’s-ის აუქციონზე მე-10 საუკუნის ქართველი სასულიერო მწერლის, ჰიმნოგრაფი იოანე ზოსიმეს ქართული ხელნაწერი იყიდება. სააუქციონო სახლი მას £1,000,000-დან £1,500,000-მდე აფასებს.
ძირითადი ტექსტი ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე, კერძოდ დასავლურ არამეულ დიალექტზეა შექმნილი, რომელსაც მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 და მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის მხოლოდ რამდენიმე წარწერაშია შემონახული, პალიმფსესტსა და ხელნაწერში. ხელნაწერი, რომელიც მე-5-მე-7 საუკუნით თარიღდება, შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.
„პალიმფსესტი ქართული ტექსტით გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან“, – ვკითხულობთ Christie’s-ის სააუქციონო სახლის აღწერაში.
აუქციონზე გასაყიდად ხელნაწერი კოლექციონერმა მარტინ შოენმა გამოიტანა. ცნობისთვის, Christie’s-ის სააუქციონო სახლი ნივთისთვის შეთავაზებების მიღებას დღეს, 17:00 საათიდან დაიწყებს.