ირლანდიის წარმატება

ირლანდიის წარმატება

ირლანდიის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითრადება. წელს ირლანდიის მშპს გაზრდა 4.1%-ით არის დაგეგმილი. რაც კიდევ ერთხელ გადააჭარბებს ირლანიურ ისტრიულ მაქსიმუმს, 2016 წელს ირლანდიის მშპ-მ 294.1 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. ხოლო უმუშევრობის მოსალოდნელი დონე 5%-მდე დაეცემა. ბევრი ექსპერტის აზრით ირლანდია ამ ტემპს შეინარჩუნებს და 2018 წლისთვის უმუშევრობის დონე 4%-ს მიაღწევს. 2018 წლისთვის დამტკიცებული ბიუჯეტი პირველია 2008 წლის ეკონომიკური რესესიის შემდეგ რომელიც შეამცირებს გადასახადებს და წაახალისებს ხარჯვას.

ევროკავშირში გაწევრიანებისას ირლანდია ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანა იყო. თუმცა, 1990-2006 წლების განმვავლობაში ირლანდიის ეკონომიკა წარმოუნდგენლად სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, რამაც ირლანდია ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მდიდიდარ ქვეყნად აქცია 2006 წლის ბოლოს.

ირლანდიამ ამ წარმატების მისაღწევად რთული გზა გაიარა.

ინგლისისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1916 წლის 24 აპირილიდან, ირლანდიამ მიზნათ დაისახა მსოფლიო რუქაზე დაემკვიდრებინა თავი არა როგორც ინგლისის ყოფილი ნაწილი არამედ გამხდარიყო წარმატებული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა.

დამოუკიდებელი ირლანდიის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ 1950-იან წლებში გადაწყვეტილება იქნა მიღებული რომ ირლანდია ჩართულიყო საერთაშორისო ვაჭრობაში. ასევე მთავრობამ შეიმუშავა 5 წლიანი სამუშაო გეგმა რომ წინ წაეწია და გაეუმჯობესებინა ქვეყნის ეკონომიკა. ამ წლებში ირლანდიაში მაღალი დონის უმუშევრობა იყო და ხალხი ეკონომიკურ ემიგრაციაში მიდიოდა თავის სარჩენად.

ირლანდია არ რაის მდიდადარი თავისი ბუნებრივი რესურსებით ამიტომ იქნა გადაწყვეტილი მაქსიმალურად გამოეყენებიათ მისი გეო-პოლიტიკური მდგომარეობა და ექციათ ირლანდია საერთაშორისო ბიზნესების სათაო-ოფისების ცენტრად. ამისთვის მთავრობამ შექმნა სააგენტო რომელსაც უნდა დაენახებინა უცხოური კომპანიებისთვის ირლანდიის უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით და მოეზიდათ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში. სააგენტომ წარმატებით იმუშავა და გაჭირვებულ ირლანდიაში უმუშევრობის დონე 70%-ით შეამცირა.

ეს სააგენტო დღემდე არსებობს და დიდი როლი მიუძღვის ქვენის განვითარებაში. ფონდის მეშვეობით დღეს ირლანდიაში არის წარმოდგენილი მსოფლიოს ყველა ფარმაცეპტული კომპანია. 20-იდან 16 კომპიუტერული პროფრამები ირლანდიიდად ფარავენ ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებს. მსოფლიოს 20-ი 25-იდან უმსხვილესი ფინანსური კომპანიები განთავსებულია ირლანდიაში.

ის რითაც ამდენი წლის განმავლობაში ინვესტორები ირლანდიით იხიბლებიან არის მისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოგების გადასახადი 12.5%. ირლანდია ინგლისურ ენოვანი ქვეყანაა, ევროპის უკიდურესი წერტილი. რამაც ხელი შეუწყო იმპორტ-ექსპორტის ჰაბად გამხდარიყო ევროპიდან გასავალი და ამერიკიდან შემოსული საქონლისთვის. ირლანდიის გრილი და სტაბილური კლიმატი ხელს უწყობს ტექნოლოგიურ კომპანიებს გამართონ თავიანთი სერვერები ირლანდიაში და ამით ფული დაზოგონ გაციებების სისტემების მუშაობაზე. ქვეყანაში მაღალი განათლების დონე ხშირად ხიბლავს ინვესტორებს.

ირლანდიის განათლების სისტემა მუდმივად ვითარდება რადგან ცდილობენ მოერგონ საერთაშორისო კომპანიების მოთხოვნებს და მოამზადონ მოსწავლეები იქ სამუშაოდ. ამიტომ ინვესოტრებს უფრო უადვილდებათ ირლანდიაში ბიზნესის წარმოება რადგან ნაკლები რესურსი ეხარჯებათ თანამშრომლების მომზადებაში.

ირლანდიის ეკონომიკა დამოკიდებულია ძირითადად ექსპორტ-იმპორტზე რის გამოც გარე მოვლენები ხშირად აისახება ეკონომიკის ზრდის ტემპზე. ირლანდიას ექსპორტზე გააქვს თითქმის 80% ყველაფრის რასაწ აწარმოებს ქვეყანაში. მისი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები ამერიკა და ინგლისი არიან. ამერიკასთან ექსპორტი 22.2%-ს შეადგენს, ხოლო დიდ ბრიტანეთთან 15.1%-ს. ძირითადად ექსპორტზე გააქ სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი, უმაღლესი დონის კომპიუტერული და სამედიცინო ნაწილები. ასევე ირლანდია მსოფლიოში ყველაზე დიდი ფარმაცეპტული პროდიქციის ექსპორტიორია.
წლევანდელი მოსალოდნელი მოგება ვაჭრობისგან ირლანდიისთვის 3.8 მილიარდ ევროს შეადგენს.

ქვეყანაში მაღალი დონის და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასების გამო ირლანდიაში წამროებული პროდუქცია ძლიერ კოკნურენციას განიცდის ევროპის ბაზარზე, ძრითადად აღმოსავლური ევროპული ქვეყნებიდან, იაფი მუშახელის გამო მათ პროდუქციაზე დაბალი ფასები აქვთ. ბაზარზე უპირატესობის მისაღებად ირლანდიამ ხარისხის მაღალაი დონით ახერხებს. ამიტომ წარწერა, დამზადებულია ირლანდიაში, ყოველთვის ყველაზე მაღალ ხარისხს ნიშნავს.

ირლანდიის ბოლო 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო ქვეყნის ისტორიაში. უმუშევრობის დონემ 2010 წელს 15%-ს მიღწია 2005 წელთან შედარებით როდესაც უმუშევრობა თითქმის არ არსებობდა და იგი 4.4% იყო. მშპ 2010 წლეს მკვეთრად გაუარესდა და 221.3 მილაირდ დოლარამდე დაეცა როდესაც 2007 წელს მშპ 270 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2000-2006 წლებში ირლანდია მკვეთრ ეკონომიკურ ზრდას განიცდიდა და ამ აღმავლობის ხანას “კელტური ვეფხვი” უწოდეს. თუმცა ამ პერიოდში უძრავი ქონების ფასები თითქმის გაორმაგდა რასაც ეკონომიკამ ვეღარ გაუძლო. ამან დიდი ზიანი ბანკებსაც მიაყენა. ბანკები კრედიტს არა საკმარისი უზრუნველყოფით გასცემდნენ. კრიზისის დროს ბევრი ბანკი გაკოტრდა და ბანკების ვალების აღება მთავრობას მოუწია.

თუმცა სწორი ეკონომიკური ხედვით, ბიუჯეტის შეკვეცით, გადასახადების გაზრდით და ხარჯვის შემცირებით ირლანდიამ მოახერხა კრიზისიდან გამოსვლა. დღეს ირლანდიაში ყოველ კვირას დაახლოებით 1000 სამუშაო ადგილი იხსნება.

ირლანდიის ახალი ეკონომიკური აღმავლობის პერიოდს ბევრმა “კელტური ფენიქსი” შეარქვა.

სტატია ინგლისურ ენაზე.