ISET: რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა რეგიონების მიხედვით?

ISET: რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა რეგიონების მიხედვით?

საქართველოს მოქალაქეებს 2022 წელს საახალწლო სუფრის გაშლა 183 ლარი დაუჯდებათ. ISET-ის შეფასებით, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 8.3%-ით არის გაძვირებული.

ორგანიზაცია ახალი წლის სუფრის ღირებულებას ყოველწლიურად ითვლის და ის 5-6 კაცისთვის გასაშლელი სუფრისთვის ინგრედიენტების შეძენის ღირებულებას ასახავს. მეთოდოლოგიის მიხედვით, საახალწლო სუფრა შემდეგი კერძებისგან შედგება: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტი – ხილი და გოზინაყი.

„სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176.5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189.1 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია. ამის მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს ყველაზე დაბალი ფასები სწორედ ამ რეგიონში გვქონდა“ – ნათქვამია ანგარიშში.

საახალწლო სუფრის ღირებულება რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 189.1 ლარი, ფასის ზრდა 5.5%
  • იმერეთი – 186.3 ლარი, ფასის ზრდა 9.5%
  • მცხეთა-მთიანეთი – 185.8 ლარი, ფასის ზრდა 8.3%
  • სამცხე-ჯავახეთი – 183.7 ლარი, ფასის ზრდა 8.1%
  • ქვემო ქართლი – 183 ლარი, ფასის ზრდა 4.5%
  • აჭარა – 182.6 ლარი, ფასის ზრდა 8.3%
  • შიდა ქართლი – 180.4 ლარი, ფასის ზრდა 11.0%
  • გურია – 177.8 ლარი, ფასის ზრდა 8.3%
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 177.3 ლარი, ფასის ზრდა 14.8%
  • კახეთი – 176.5 ლარი, ფასის ზრდა 6.0%

„2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის ყველა საკვები პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ სურსათზე: კვერცხი (+38%), ყველი (+12%), კარტოფილი (+35%), სტაფილო (+38%), კიტრი (+15/9%), ვაშლი (+18%), რძე (+13%).

ნიგოზი საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინგრედიენტია. წლის ამ დროს, 1 კგ ნიგვზის ფასი 22-27 ლარს შორის მერყეობს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 5%-ით მაღალია“ – ნათქვამია ISET-ის ანგარიშში. დაუჯდებათ. ISET-ის შეფასებით, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 8.3%-ით არის გაძვირებული.

 

ფოტო: Shutterstock / Yulia Grigoryeva

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *