იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მან სიცოცხლის ბოლო წუთები მილანში მდებარე სან-რაფაელეს საავადმყოფოში გაატარა.
აპრილში ბერლუსკონი ფილტვის ინფექციით გამოწვეული გართულებების გამო მკურნალობდა, რომელიც ქრონიკულ ლეიკემიასთან იყო დაკავშირებული.
მილიარდერმა მედიამაგნატმა, ბერლუსკონიმ პირველად პრემიერი-მინისტრის თანამდებობა 1994 წელს დაიკავა და იგი ოთხ მთავრობას 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა.