ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა - საქსტატი

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 5.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება არასაცხოვრებელ სეგმენტს, ამ შემთხვევაში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3%-ით შემცირდა, 2024 წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 6.7%-ით გაიზარდა.

სამოქალაქო სეგმენტის ინდექსში თვიურ ჭრილში 0.5%-იანი ზრდა აღინიშნა, წლიურ ჭრილში კი – 3%-იანი მატება.

წყარო: საქსტატი

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, თვიურ ჭრილში ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5%-იანი ზრდით იყო განპირობებული, რამაც 0.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის ცნობით, წლიურ ჭრილში ზრდა, „უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.5-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 1.5-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.53 და 0.92 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 25%-ით არის გაზრდილი.