ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა

ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი -0.04%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – ფასები გაიზარდა 11.1%-ით; ინფლაციაზე აისახა 0.59%-ით

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი – ფასები გაიზარდა 4.9%-ით; ინფლაციაზე აისახა 0.51%-ით

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ფასები გაიზარდა 6.3%-ით; ინფლაციაზე აისახა 0.43%-ით

ტრანსპორტი – ფასები შემცირდა 12.1%-ით; ინფლაციაზე აისახა -1.53%-ით

ჯანმრთელობის დაცვა ფასები შემცირდა 6.9%-ით; ინფლაციაზე აისახა -0.67%-ით

თვიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – ფასები შემცირდა 2.3%-ით; ინფლაციაზე აისახა -0.11%-ით

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ფასები შემცირდა 2%-ით; ინფლაციაზე აისახა -0.09%-ით

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები შემცირდა 0.2%-ით; ინფლაციაზე აისახა -0.09%-ით

ტრანსპორტი – ფასები გაიზარდა 1.8%-ით; ინფლაციაზე აისახა 0.22%-ით