საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 315.51 მილიონი აშშ დოლარი (861 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 12.2%-ით (34.4 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 140.23 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 44.44%-ს შეადგენს. წლიურმა ზრდამ 17.28% შეადგინა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, ივნისში ფულადი გზავნილებით კვლავ აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 58.75 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 23.02%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე, 51.63 მილიონი აშშ დოლარით, იტალიაა, საიდანაც წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები 12.81%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 41.09 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ შემთხვევაში წლიურად 15.86%-იანი კლება აღინიშნა.
10 ქვეყანა, საიდანაც 2025 წლის ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს:
მიმდინარე წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.3 მილიონი აშშ დოლარი (93.7 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2024 წლის ამავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8%-ით მეტია.