საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი (794.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.9%-ით (74.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
48.8 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილებით პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა – მისი წილი მთლიან მოცულობაში 17.4%-ს შეადგენს, თუმცა გადმორიცხვები წლიურად 62.3%-ითაა შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ გზავნილების მოცულობით ივნისში რუსეთს თითქმის გაუთანაბრდა აშშ, საიდანაც საქართველოში 47.8 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ათეული და გადმორიცხული თანხების მოცულობის წლიური ცვლილება ამგვარია:
- რუსეთი – 48.8 მლნ აშშ დოლარი (-62.3%)
- აშშ – 47.8 მლნ აშშ დოლარი (+22.3)
- იტალია – 45.8 მლნ აშშ დოლარი (+5.6%)
- გერმანია – 22.4 მლნ აშშ დოლარი (+9.3%)
- საბერძნეთი – 21.8 მლნ აშშ დოლარი (+6.4%)
- ისრაელი – 19.5 მლნ აშშ დოლარი (+0.1%)
- ყაზახეთი – 10.8 მლნ აშშ დოლარი (-37.4%)
- თურქეთი – 8.1 მლნ აშშ დოლარი (-24.9%)
- ესპანეთი – 6 მლნ აშშ დოლარი (+14.9%)
- ირლანდია – 5.5 მლნ აშშ დოლარი (+27.7%)
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.2 მლნ აშშ დოლარი (79.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (29 მლნ აშშ დოლარი) შედარებით 3%-ით ნაკლებია.