ივნისში თბილისში ბინების გასაქირავებელი ფასი 11%-ით შემცირდა - TBC Capital

ივნისში თბილისში ბინების გასაქირავებელი ფასი 11%-ით შემცირდა - TBC Capital

TBC Capital-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა. საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივნისში თბილისში 3,236 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. TBC Capital-ის დაკვირვებით, ეს ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტითაა გამოწვეული.

ამავე პერიოდში ბინების გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,269-ს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბაზრის მოცულობამ კი $264 მილიონს მიაღწია – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბინების გასაქირავებელ ფასს, ამ შემთხვევაში მაჩვენებელმა კვადრატულ მეტრზე $10.4 შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 11%-იან კლებას გულისხმობს.

ამავდროულად, 2025 წლის ექვს თვეში თბილისში საცხოვრებელი სივრცეებისთვის სამშენებლო ნებართვა ჯამურად 697 ათას კვადრატულ მეტრზე გაიცა. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.