ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის $737 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა

ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის $737 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა

ვენეციაში გამართულ საქორწილო წვეულებამდე, და მას შემდეგ, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა კომპანია Amazon-ის ჯამში 3.3 მილიონი აქცია გაყიდა. მარეგულირებელი ორგანოს მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ბეზოსის მიერ გაყიდული აქციებიც ღირებულება $737 მილიონია.

Amazon-ის თანადამფუძნებელმა ბოლოს კომპანიის აქციები გასული წლის ნოემბერში გაყიდა – $678 მილიონის ღირებულების 3.3 მილიონი აქცია, საშუალო ფასით $205.44. მას შემდეგ Amazon-ის აქციების ფასი $223.56-მდე გაიზარდა, რაც ბეზოსის საბოლოო ტრანზაქციაზე 9%-ით მეტია. მარეგულირებელი ორგანოს მიერ Amazon-ის აქციების გაყიდვაზე განცხადების წარდგენის დრო  ბეზოსისა და ლორენ სანჩესის სამდღიან ქორწილს დაემთხვა, რომელსაც 200-მდე სტუმარი ესწრებოდა.

ბეზოსისა და სანჩესის ქორწილის წვეულების ზუსტი ხარჯები უცნობია. თუმცა ამერიკული Forbes-ის შეფასებით, Amazon-ის თანადამფუძნებლის ვენეციური ქორწილი სულ მცირე $20 მილიონი დაჯდა, რაც საშუალო ამერიკულ ქორწილზე თითქმის 600-ჯერ მეტია. იტალიის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, ვენეციისთვის ბეზოსის ქორწილს ეკონომიკურმა ზეგავლენამ შესაძლოა $1 მილიარდს მიაღწიოს, რაც ქალაქის ტურიზმის წლიური შემოსავლის დაახლოებით ორი მესამედის ეკვივალენტურია.

Amazon-ი საჯაროდ 1997 წელს დაილისტა. მას შემდგომ, კომპანიაში ჯეფ ბეზოსის წილი 42%-დან 9%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ის კვლავ Amazon-ის უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერად რჩება. Forbes-ის შეფასებით, ჯეფ ბეზოსი, $234.4-მილიარდიანი ქონებით, მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესი ადამიანია. SEC-ში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ბეზოსი სამომავლოდ Amazon-ის 25 მილიონამდე აქციის გაყიდვას გეგმავს, რაც კომპანიაში მის წილს დაახლოებით 2.5%-ით შეამცირებს.