ჯოკოვიჩი კვლავ პირველი ჩოგანია

ჯოკოვიჩი კვლავ პირველი ჩოგანია

ავსტრალიის ღია პირველობის მეათედ მოგების შემდეგ, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის მიერ ახლახან განახლებულ რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა და პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა. მან წოდება ესპანელ ჩოგბურთელს, კარლოს ალკარასს ჩამოართვა.

რაც შეეხება Australian Open-ს, აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს კარიერის განმავლობაში ამ ტურნირზე 10-ჯერ უასპარეზია და ტიტულის მოგება ათჯერვე შეძლო. 2023 წლის ფინალში ის სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და ბერძენი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

საერთო ჯამში, ეს 35 წლის სერბის მიერ კარიერაში მოგებული 22-ე დიდი სლემის ტურნირია. აღნიშნული შედეგით, ნოვაკმა ესპანელი რაფაელ ნადალის რეკორდის გამეორება შეძლო.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე წელს უკვე მეორე ტიტული მოიგო და საპრიზო თანხის სახით $2 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. აქვე გეტყვით, რომ ჯოკოვიჩის მიერ კარიერაში მოგებული საპრიზო თანხა საერთო ჯამში თითქმის $167 მილიონს შეადგენს. სერბი ჩოგბურთელებს შორის ამ მაჩვენებლითაც ლიდერობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *