მილიარდერი დიზაინერი და მისივე სახელობის მოდის სახლის, Armani-ის დამფუძნებელი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ არმანის კომპანიის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არმანიმ სიცოცხლის ბოლო წუთები საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარა. თუმცა კომპანიას გარდაცვალების მიზეზზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ჯორჯო არმანიმ ზაფხულში მილანსა და პარიზში გამართული ჩვენებები გამოტოვა. ამ დროს იტალიელი დიზაინერი უკვე სახლში იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში გაატარა.
კომპანიის თქმით, ლეგენდარული დიზაინერი სიცოცხლის მოდის სახლის მომავალ პროექტებსა და კოლექციებზე „ბოლო დღეებამდე მუშაობდა“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯორჯო არმანის „თანამშრომლები და ოჯახი“ კომპანიის წინსვლასა და „მისი გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის დაცვაზე“ იზრუნებენ.