Keepz და ქართული საბანკო სექტორი იწყებენ ახალ ეპოქას: 24/7 მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც თამაშის წესებს ცვლის

Keepz და ქართული საბანკო სექტორი იწყებენ ახალ ეპოქას: 24/7 მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც თამაშის წესებს ცვლის

21 ნოემბერს Keepz-მა — ფინტექ კომპანიამ, რომელიც ქართული ციფრული ფინანსების ინოვაციის ფლაგმანია — უმასპინძლა ისტორიულ ღონისძიებას, სადაც ბანკებს წარუდგინა 24/7 მყისიერი ტრანზაქციების სრულიად ახალი სერვისი. ეს სერვისი აღარ არის უბრალოდ სასურველი ფუნქცია, ეს არის აუცილებლობა რომელიც უნდა გააჩნდეს ყველა თანამედროვე ბანკს.

მყისიერი გადახდების ახალი ეპოქა

Keepz-ის მყისიერი გადახდები საშუალებას აძლევს ბანკებს და მათ მომხმარებელს ტრანზაქციები ანგარიშებს შორის განხორციელდეს ლარში, დოლარში და ევროში, 24 საათის განმავლობაში, კვირის შვიდივე დღეს, შაბათ-კვირისა და დასვენების დღეების ჩათვლით.

Keepz-მა ცხადი გახადა, რომ სწრაფი, მუდმივად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გადარიცხვები არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ფიზიკური პირებისთვის ისე ბიზნესებისთვის.

ქართველი მომხმარებლები მყისიერ გადარიცხვებზე ძალიან სწრაფად გადადიან. მონაწილე ბანკებში მყისიერი გადარიცხვების წილი 20%-დან 50%-მდე მერყეობს, ხოლო ტრანზაქციების 77%-იანი ყოველთვიური ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ სერვისი მომდევნო თვეებში გადარიცხვების დიდ ნაწილს მოიცავს და სულ მალე ქართველი მომხმარებლისთვის უკვე ნორმა გახდება. ამის მიზეზი მომსახურების მაღალი ხარისხია, რომელიც უსაფრთხო არხით თითო გადარიცხვას ბანკიდან ბანკიში საშუალოდ 20 წამში უზრუნველყოფს.

მემორანდუმი: რვა ბანკი უკვე თამაშშია

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო მემორანდუმის ხელმოწერა რვა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან: სილქ ბანკთან, პაშა ბანკთან, ტერა ბანკთან, ხალიკ ბანკთან, ბაზისბანკთან, იშ ბანკთან, კრედო ბანკთან და კრისტალთან. ეს არის მკაფიო სიგნალი საბანკო სექტორისგან რომ მყისიერი გადახდები ყველას სჭირდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მყისიერი გადარიცხვები ფართო ფინანსური სექტორისთვის პრიორიტეტული თემაა. სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით გახდა Keepz-ისთვის შესაძლებელი ისეთი ინოვაციების შემოტანა ბაზარზე როგორიცაა მყისიერი გადახდები და ღია ბანკინგი.

Keepz-ის მენეჯმენტმა ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: “ეს ღონისძიება ბანკებსა და ფინტექებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს. ის გზას უხსნის საქართველოს, რათა შეესაბამებოდეს გლობალურ პრაქტიკებს მყისიერ გადარიცხვებში. ჩვენი ხედვა და მიზანია, რომ ქვეყანა ციფრული ფინანსური ინოვაციების სათავეში იყოს.”

პარტნიორების ხმები:

ბანკების წარმომადგენლებმა გააზიარეს თავიანთი გამოცდილება Keepz-ის მყისიერ ტრანზაქციებთან დაკავშირებით:

გიორგი ნადარია, სილქ ბანკის პროდუქტების მფლობელი: “მარტივმა და სწრაფმა გადარიცხვებმა ანგარიშსწორების დრო 24 საათიდან წამებამდე შეამცირა. შედეგად, ჩვენს სისტემებს შეუძლიათ მაღალი მოცულობის დამუშავება 50%-ით ნაკლები შეცდომით”

ქეთევან ყიფიანი, ტერა ბანკის პროექტების მართვის ხელმძღვანელი: “მყისიერი გადარიცხვები ჩვენი კლიენტების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იყო, Keepz-მა კი ამ სერვისის მოწოდების ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი გზა შემოგვთავაზა. უკუკავშირი იყო ძალიან პოზიტიური, მომხმარებლებს მოსწონთ სისწრაფე, მოხერხებულობა და გამოყენების სიმარტივე. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მოლოდინების დაკმაყოფილება – ეს მომზადებაა იმ მომავლისთვის, სადაც მყისიერი გადახდები სტანდარტი იქნება.”

ანტუან ჰურპინ, რედო ბანკის ციფრული მიმართულების დირექტორი: “Keepz-მა მოგვცა მარტივი და საიმედო გადაწყვეტა. თანამედროვე API-ების მეშვეობით, პროცესი შეუფერხებელი და ეფექტიანი აღმოჩნდა – ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს დღევანდელი საბანკო სისტემა.”

ღონისძიების დროს ბანკის წარმომადგენლებს დაუსვეს კითხვა: როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა მყისიერი გადარიცხვები მნიშვნელოვანი ბანკებისთვის?

ანზორ მანწკავა, პაშა ბანკის საოპერაციო დირექტორი: “აუცილებელია, რომ სხვადასხვა ბანკებს შორის თანხის მოძრაობა იყოს მარტივი და არ იყოს მიბმული ერთ კონკრეტულ ბრენდზე, მომხმარებელს უნდა შეეძლოს თანხების მარტივად გადატანა ერთი ბანკიდან მეორეში.”

ალექსი ხოროშვილი, სილქ ბანკის გენერალური დირექტორი : “მგონი, პასუხი თავად კითხვაშია, მყისიერია. დღევანდელ სამყაროში მყისიერება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც საცალო, ასევე ბიზნეს მომხმარებლისთვის.”

რატი დვალაძე, ბაზისბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე : “ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბაზარი უკვე კარნახობს მომხმარებელს, რომ მყისიერად სჭირდებათ ანგარიშსწორება, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე მიკრო ბიზნესებს. მყისიერი გადარიცხვები ერთდროულად ფარავს ყველა საჭიროებას და მომხმარებელს მეტ კომფორტს სთავაზობს მსგავსი ოპერაციების განხორციელებისას.”

თეიმურაზ ნიკოლაიშვილი, ალტა სოფთვეარის ტექნიკური ლიდერი : “მყისიერი გადარიცხვები ძალიან მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის განვითარებისთვის, იმიტომ რომ უამრავ შესაძლებლობას აჩენს როგორც კლიენტებისთვის, ასევე საბანკო
სისტემებისთვის.”

აბდულვაჰაფ დოღან,სს იშბანკი საქართველო-ს გენერალური დირექტორის მოადგილე : “მყისიერი გადარიცხვები თანამედროვე საბანკო სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განვითარებად იქცა. დღევანდელი მომხმარებელი ითხოვს სწრაფ და შეუფერხებელ ტრანზაქციებს,სწორი სერვისის შეთავაზების შემთხვევაში ბანკებს შეუძლიათ უზრუნველყონ მომენტალური გადარიცხვები.”

მომავლის პერსპექტივა

Keepz ქმნის გადახდებოს ეკოსისტემას, რომელიც ქვეყანას აყენებს იმავე რიგში, სადაც ევროპა, სინგაპური და კორეა — ციფრული ფინანსების გლობალური ლიდერები.

Keepz-ის ამ და სხვა ინოვაციური გადახდის სერვისებით დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ეწვიონ keepz.me და გაიგონ, როგორ ინტეგრირდეს Keepz მათ ბიზნესში.

S