საქართველოს საწვავის ბაზარზე კონკურენცია იზრდება, თუმცა „პორტალი“ ქსელის გაფართოებასა და ხარისხის შენარჩუნებას პარალელურად ახერხებს, რაც დღეს ბევრისთვის გამოწვევად რჩება.
ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
საქართველოს საწვავის ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მოთამაშე გამოჩნდა, თუმცა მათ შორის ერთ–ერთი გამორჩეულია კომპანია „პორტალი“, რომელმაც სწრაფი განვითარება მყარი ინფრასტრუქტურით, ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულობითა და მომხმარებელზე ფოკუსით შეძლო.
დღეს კომპანიის ქსელში უკვე 50-მდე ავტოგასამართი სადგურია გაერთიანებული. პორტალის ბიზნესმოდელი ორი მიმართულებით ვითარდება – საბითუმო და საცალო გაყიდვები. კომპანია თანამშრომლობს 300-ზე მეტ პარტნიორთან, რაც ბაზარზე მას სოლიდურ პოზიციას უქმნის. ერთ–ერთი სტრატეგიული უპირატესობაა ვაზიანში განთავსებული 21 მილიონი ლიტრის ტევადობის ნავთობტერმინალი, რომელიც საწვავის უწყვეტ მიწოდებას და, გარკვეულწილად, ფასების სტაბილურობასაც უზრუნველყოფს.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინუცა ლოთიკაშვილი განმარტავს, სწორედ ეს სტაბილურობაა საცალო ქსელის განვითარების ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი:
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რას იღებს. ვაწვდით სრულ ინფორმაციას თითოეულ პროდუქტზე, ვატარებთ ხარისხის ყოველდღიურ შემოწმებას და გვჯერა, რომ ხარისხი კომპრომისის საგანი არ უნდა იყოს.”
ამ მიდგომას ემსახურება ლაბორატორიაც, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისად მუშაობს და საწვავის მუდმივ მონიტორინგს უზრუნველყოფს. თუმცა, კომპანიისთვის, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშნელოვანი სწორედ ის ნდობაა, რომელსაც პროდუქტი პროფესიონალებისგან იღებს.
პორტალის საწვავს იყენებენ ქართველი ავტომრბოლელები – ადამიანები, ვისთვისაც საწვავის შემადგენლობა და სიმძლავრე შედეგზე პირდაპირ აისახება. მათი გამოცდილება დამატებითი დასტურია იმის, რომ პროდუქტი გამძლეობისა და საიმედოობის მოთხოვნებს პასუხობს.
ბოლო დროს კომპანიის ფოკუსი საცალო ქსელის გაძლიერებაზე გადავიდა. სტრატეგიის მიზანი მარტივია – მაღალი ხარისხის საწვავი მომხმარებლისთვის გახდეს უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი.
“საბითუმო ბაზარზე პოზიცია უკვე გავიმყარეთ. ახლა ჩვენი ამოცანაა, მომხმარებელს ყოველდღიურ რეჟიმში შევთავაზოთ მეტი არჩევანი, მეტი ხარისხი და მეტი სარგებელი,” – აღნიშნავს ნინუცა.
მარკეტინგული კამპანიებიც ამ მიზანს ემსახურება – რეგულარული აქციები და ფასდაკლებები. განსაკუთრებით პოპულარულია ყოველ კვირა დღეს მოქმედი 10-თეთრიანი ფასდაკლება, რომელიც მომხმარებელში ბრენდის ცნობადობის მნიშვნელოვან მახასიათებლად იქცა. ეს ერთჯერადი შეთავაზება კი არა, კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია – მომხმარებელისთვის კომფორტულ დროს რეალური ეკონომიური სარგებლის შექმნა.
გარდა ფასებისა, პორტალი ცდილობს მეტი ღირებულება შესთავაზოს ლოიალურ მომხმარებლებს – ბარათები და ტალონების სისტემები ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის მიწოდება, არამედ მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებაც. სწორედ ამიტომ, თითოეულ ავტოგასამართ სადგურზე ოპერატორებს შეუძლიათ მძღოლს კონკრეტული რჩევა მისცენ, რომელიც ავტომობილის სპეციფიკიდან გამომდინარე, საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
“დღესაც ბევრმა მძღოლმა არ იცის, რომ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული საწვავის გამოყენება არა მხოლოდ მანქანის გამართულ მუშაობაზე, არამედ საწვავის ხარჯზეც პირდაპირ აისახება. სწორად შერჩეული საწვავი ზოგავს დროს, ფულს და ავტომობილსაც უკეთ იცავს,” – ამბობს ნინუცა ლოთიკაშვილი.
კომპანია გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გააფართოოს ქსელი. მიზანი საქართველოს ყველა რეგიონში ხარისხიანი საწვავის და კომფორტული სერვისის შეთავაზებაა.
პორტალის ბიზნესფილოსოფია მარტივ პრინციპებს ეყრდნობა: მაღალი ხარისხი, სანდოობა, სტაბილურობა და ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ გზით ცდილობს კომპანია ბაზარზე საკუთარი პოზიციის კიდევ უფრო გამყარებას.