2025 წლის 20-23 ოქტომბერს სტრასბურგში ქართველი ემიგრანტების დიდი შეკრება – ხიდები ევროპასთან გაიმართება, რომელიც ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს, ევროპულ ბაზარს დაუახლოვდეს და ქართველ ემიგრანტებთან კავშირები განამტკიცოს. ღონისძიება 7 ივნისს, პრინსტონში (აშშ) ქართველების მასშტაბური შეკრების წარმატებული გამოცდილების გასაგრძელებლად გაიმართება.
ორგანიზაცია ხიდების მშენებლების მიერ დაგეგმილი ღონისძიება დასავლურ ღირებულებების გარშემო პასუხისმგებლობიანი ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებას ისახავს მიზნად, რაც ხაზს უსვამს პრინციპს: ”Values matter, and they make you stronger, helping you become more competitive in real life” (ღირებულებები მნიშვნელოვანია, ისინი გვაძლიერებს და გვეხმარება, რომ რეალურ ცხოვრებაში უფრო კონკურენტუნარიანი ვიყოთ)
“The Builders of Value-Based Bridges Inc. ევროპაში ოფიციალური წარმომადგენლობის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ში ქართველი ემიგრანტი ბიზნესმენების მიერ არის დაფუძნებული.
პლატფორმა ოპერირებს დავოსის ფორუმის მსგავსი ბიზნესმოდელით, რომელიც თავისი პროექტებით ქართველ ემიგრანტებსა და ემიგრაციულ ერთობებს აძლიერებს, რათა მიღებული სინერგიით ჩამოყალიბებულმა კავშირმა საქართველოს პოლიტიკურ–ეკონიმიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ორგანიზაცია კულტურისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, დიპლომატებს, უფლებადამცველებს, ეკონომისტებს, განათლების, კულტურის, მედიცინისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.
მეტაფორულად, ჩვენ ერთად ვაშენებთ ღირებულებაზე დაფუძნებულ ხიდებს დასავლეთის ემიგრაციულ დიასპორებსა და საქართველოს შორის“ — აცხადებს ზურაბ კაპანაძე, ხიდების მშენებლების CEO.
ღონისძიების მიზანია:
- საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერა;
- საქართველოსა და დიასპორის გასაძლიერებლად ემიგრანტთა რესურსის ეფექტიანი გამოყენება;
- ბიზნესისგარემოსთან სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობების ინტეგრაცია.
რას მიიღებს ბიზნესორგანიზაცია ღონისძიებაზე დასწრებით
ღონისძიება პასუხისმგებლობიან ბიზნესებს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებსა და სტანდარტებს იზიარებენ, უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს:
მიზნობრივი აუდიტორია: ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლებლობას გაძლევთ, ახლოდან გააიცნოთ
500,000-იანი ემიგრანტი აუდიტორიის აქტიური ნაწილი, რითაც შეძლებთ, პოტენციურად კიდევ უფრო მეტ ემიგრანტთან გქონდეთ წვდომა.
კავშირები: შეძლებთ, ახლოს გაიცნოთ ევროპასა და ამერიკაში წარმატებული ბიზნესისტორიის მქონე ქართველი კოლეგები.
ბიზნესცნობიერების ამაღლება: მონაწილეები შეხვდებიან გამოცდილ სპიკერებს ცნობილი ფრანგული კომპანიებიდან და გაეცნობიან ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკას
რეკრუტინგის შესაძლებლობები: ღონისძიებას დაესწრება ასობით ქართველი სტუდენტი თუ კურსდამთავრებული ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან. ისინი სიამოვნებით ითანამშრომლებდნენ ორგანიზაციებთან, რომლებთანაც საერთო ღირებულებებით იქნებოდნენ დაკავშირებულები.
ევროპულ ბაზარზე ოპერირებისთვის საჭირო ინფორმაციას ბიზნესები მიიღებენ უშუალოდ ადგილობრივი პარტნიორისგან — საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონის, ელზასის, ეკონომიკური განვითარების სააგენტო ADIRA-სგან. სააგენტოს მხარდაჭერით კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა შეიტყონ, როგორ განახორციელონ ბიზნესის აქტივობების ნაწილობრივი ან სრული რელოკაცია ევროპაში.
ღონისძიების პროგრამა და სპიკერები:
4-დღიანი ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს:
◾ პანელური დისკუსიები:
ქართულ-ევროპული ურთიერთობები; მედია და ადამიანის უფლებები; ახალგაზრდა ამბასადორები, ბიზნესი; ემიგრაციული გაერთიანებები.
◾ დადასტურებული სპიკერები და მოდერატორები:
შოთა დიღმელაშვილი – ფორბსის მთავარი რედაქტორი; ანა ცხოვრებოვა – ჟურნალისტი; სოსო ბერიკაშვილი – ეკონომისტი; ელისო ჯარიშვილი – ჟურნალისტი; დათო გორგილაძე – მწერალი; ზურა ვარდიაშვილი – ჟურნალისტი; მაია ოთარაშვილი – ამერიკის საგარეო საქმეთა ცენტრის დელფი ვიცე-პრეზიდენტი; ნინო დოლიძე – ISFED-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არჩევნების ექსპერტი. ღონისძიებაზე სპიკერები იქნებიან როგორც ევროკავშირის ქვეყნების ქართული საემიგრაციო გაერთიანებების წარმომადგენლები, ასევე ევროპარლამენტარები, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და ბიზნესლიდერები ბალტიისპირეთიდან და უკრაინიდან.
ღონისძიების სპიკერები იქნებიან ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ჟურნალისტი მიროსლავა ღონღაძე და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
◾ კულტურული პროგრამა:
- ლანა ღოღობერიძისა და ნინო კირთაძის ფილმების ჩვენება;
- თეატრი სახელოსნო 42-ის სპექტაკლი საქართველო 1921-1924. რეჟისორი – ლევან წულაძე (ჭოლა);
- მუსიკა: ბენდი Laudspeakers, ნიკა ჩოხელი და სხვა მუსიკოსები;
- ევროპასა და აშშ-ში მოქმედი ქართული ბიზნესების გამოფენა-გაყიდვა.
◾ დასკვნითი ღონისძიება:
Half Day Conference ევროპარლამენტის მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც საინტერესო და მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართება.
მონაწილეობისა და რეგისტრაციის პირობები:
რადგან ღონისძიების ხარჯები იფარება პარტნიორი/სპონსორი ბიზნესების მიერ, მასზე დასწრება უფასოა, თუმცა მსურველებისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია და QR კოდის მიღება.
რეგისტრაციის გავლა ოფიციალურ ვებგვერდზე 20 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
სპონსორობისა და პარტნიორობის შესაძლებლობები:
რადგან ღონისძიების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოსა და დასავლეთს შორის დაზიანებული ხიდების აღდგენასა და ახლის აშენებას, პარტნიორებად და სპონსორებად განვიხილავთ მხოლოდ ისეთ კომპანიებს, რომლებიც თავიანთი ღირებულებით თანხვდენაში არიან ღონისძიების სულისკვეთებასთან.
დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: enterprise@bridgesofvalues.org
გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ
თვალი ადევნე სიახლეებს Bridges Strasbourg 2025 ღონისძიებასთან დაკავშირებით
🔹 ღონისძიების პარტნიორები
- GéNaissance – ღონისძიების ადგილობრივი პარტნიორი
- Forbes Georgia – მედიაპარტნიორი
- Nexia Georgia – ბიზნესპარტნიორი