ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის დასახელდა

France Football-მა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტები დაასახელა. წარდგენილ 30 ნომინანტს შორის „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტი კარიერაში უკვე მეორედ გახდა. ის ჯილდოზე პირველად 2023 წელს წარადგინეს, როდესაც 30 ფეხბურთელს შორის მე-16 ადგილი დაიკავა.

2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის არიან: უსმან დემბელე (პსჟ), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ჯუდ ბელინგემი (რეალი), დეზირე დუე (პსჟ), დენზელ დუმფრისი (ინტერი), სერჰუ გირასი (დორტმუნდი), ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი), ვიკტორ გიოკერეში (არსენალი), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ჰარი კეინი (ბაიერნი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი), კილიან მბაპე (რეალი), ნუნუ მენდეში (პსჟ), ჟოაო ნევეში (პსჟ), პედრი (ბარსელონა), კოულ პალმერი (ჩელსი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), რაფინია (ბარსელონა), დეკლან რაისი (არსენალი), ფაბიან რუისი (პსჟ), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), ვინისიუსი (რეალი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ფლორიან ვირტცი (ლივერპული), ვიტინია (პსჟ), ლამინ იამალი (ბარსელონა).

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება.