France Football-მა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შედეგების გასაჯაროება დაიწყო. ჯილდოზე წარდგენილ 30 ნომინანტს შორის „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მე-12 ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტი კარიერაში უკვე მეორედ გახდა. ის ჯილდოზე პირველად 2023 წელს წარადგინეს, როდესაც 30 ფეხბურთელს შორის მე-17 ადგილი დაიკავა.
ხვიჩა რეიტინგში ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი), დეზირე დუე (პსჟ, საფრანგეთი), ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა), ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი), ერლინგ ჰაალანდი და სხვა.