ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება €5 მილიონით შემცირდა

ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება €5 მილიონით შემცირდა

Transfermarkt-მა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება განაახლა. მან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერის ფასი 5 მილიონი ევროთი, 80 მილიონ ევრომდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ამ სატრანსფერო ღირებულებით პარიზულ კლუბში პირველ ადგილს იკავებს. მას 75 მილიონი ევროთი ოსმან დემბელე და 70 მილიონი ევროთი ბრედლი ბარკოლა მოჰყვებიან.

€85-მილიონიანი საბაზრო ფასით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ჩამონათვალში, მოცემული დროისთვის, 23-ე პოზიციას იკავებს. ქართველ ფეხბურთელებს შორის კი ხვიჩა სატრანსფერო ღირებულებით პირველ ადგილზეა.

შეგახსენებთ, კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იტალიური „ნაპოლიდან“ 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. პარიზელებმა მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადეს. ხვიჩამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში უკვე 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა განმავლობაში ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.