კოვიდით გამოწვეული გაუთვალისწინებელი გავლენა გენდერულ მრავალფეროვნებაზე

კოვიდით გამოწვეული გაუთვალისწინებელი გავლენა გენდერულ მრავალფეროვნებაზე

ქალები ბიზნესში – გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის კვლევის მიხედვით, როდესაც ბაზარზე მრავალფეროვანი უნარების მქონე პროფესიონალების მოზიდვა რთულ ამოცანად რჩება, ბიზნესების 70%-ზე მეტი ცდილობს მეტად ინკლუზიური გარემო შექმნას ქალების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 5000 კომპანიის ხელმძღვანელმა და მოიცავს 29 ქვეყნის ეკონომიკას.

პანდემიის დასაწყისში, რთული წარმოსადგენი იყო თუ როგორი გრძელვადიანი ეფექტი ექნებოდა  Covid-19-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების არსებულ მეთოდებზე. ბიზნესმა გააცნობიერა, რომ აღნიშნული ცვლილება საჭირო იყო, გრძელდება მეტად ინკლუზიური სამუშაო პირობების შექმნას იმისათვის, რომ მიიზიდოს და შეინარჩუნოს მრავალფეროვანი უნარების მქონე რესურსები. საშუალო ბაზრის ლიდერების თითქმის ორი მესამედს (57%) ფიქრობს, რომ შესაბამისი უნარების მქონე რესურსების დეფიციტი იქნება მათი ბიზნესის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი მომდევნო წელს. როგორც გრანთ თორნთონის კვლევა აჩვენებს, ამის საპასუხოდ საშუალო ბაზრის ლიდერების 95% ახლა იღებს ზომებს, რომ ხელი შეუწყოს პერსონალის ჩართულობას და შექმნას ინკლუზიური გარემო.

კიმ შმიდტი, გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის გლობალური ლიდერი აღნიშნავს: „როდესაც მრავალფეროვანი უნარების მქონე პროფესიონალების მოზიდვა რთულ ამოცანად რჩება, აქტუალურია თანამშრომლების გაზრდილი მოლოდინები და მათ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ მოლაპარაკებების დროს, რაც აქამდე არ დაფიქსირებულა. ჩვენ ვხედავთ სულ უფრო მეტად ინკლუზიურ ბიზნეს გარემოს, რომელიც შექმნილია პერსპექტიული თანამშრომლების მოსაზიდად და  ტალანტების შესანარჩუნებლად. ეს საბოლოოდ სარგებელს მოუტანს ბევრ ქალს, რომლებიც წარსულში შემოიფარგლებოდნენ მუშაობისადმი  ტრადიციული მიდგომებით. ახლა მათ აქვთ არჩევანის თავისუფლება და მე მაქვს მოლოდინი, რომ გაუმჯობესებული ინკლუზიური გარემო უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება.“

ვინაიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ეს ახალი მეთოდები ნორმად იქცა მრავალი ორგანიზაციისთვის, გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ  გრძელვადიან პერსპექტივაში COVID-19-ის გავლენა დადებითად აისახება ქალთა კარიერულ ტრაექტორიაზე – 2021 წელს  ოთხ პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება. ეს შეიძლება იყოს  ეტაპობრივი პოზიტიური ცვლილებების მანიშნებელი. ამის მიუხედავად, ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა რაოდენობა თითქმის უცვლელია, 2022 წელს მხოლოდ ერთ პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით – ჯამში 32%-მდე. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის გავლენის ფონზე, ნებისმიერი პროგრესი დადებითია, ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი  ჯამში მხოლოდ რვა პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული მონაცემი აჩვენებს, რომ პროგრესი, რომელიც იზომება მრავალი საუკეთესო პრაქტიკის მრავალფეროვანი მაჩვენებლების მიხედვით, მიღწეულია, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით.

როგორც კიმ შმიდტი ამბობს: „როდესაც ვსაუბრობთ პროგრესზე – ყველაფერი, რაც მიღწეულია, შეიძლება ადვილად დაიკარგოს. ზოგ ბიზნესს კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, არა მარტო ამ ზრდის შესანარჩუნებლად, არამედ მის დასაჩქარებლადაც. ბაზრის პოზიტიური ზემოქმედება კარგია, მაგრამ მთლიანობაში გენდერული ბალანსისა და მრავალფეროვნებისადმი თანმიმდევრული და სტრუქტურირებული მიდგომის გარეშე, პროგრესი შეიძლება შეჩერდეს, ან თუნდაც შეიცვალოს. ახლა არ არის თვითკმაყოფილების დრო.“

2021 წელს ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მენეჯმენტის მაღალ თანამდებობაზე მყოფი ქალების პროპორციამ პირველად გადალახა მნიშვნელოვანი 30%-იანი ბარიერი. ყველა გლობალურმა რეგიონმა  გადალახა გადამწყვეტი 30%-იანი ზღვარი. ამ რეგიონთა შორის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი (APAC) იყო ერთადერთი, რომელმაც ვერ მიაღწია ამ მაჩვენებელს 2021 წელს. ბიზნესის შეფარდება, სადაც მმართველ რგოლში სულ მცირე ერთი ქალია ხელმძღვანელ პოზიციაზე, რჩება უცვლელი – 90%.

საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში

გრანთ თორნთონის საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში (IBR) არის საშუალო ბაზრის ბიზნესის კვლევა. დაარსების შემდეგ, (1992 წლიდან) საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში (IBR) გვაწვდის მონაცემებს 29 ქვეყნის 10,000-ზე მეტი ბიზნესის ხედვასა და მოლოდინის შესახებ.

კითხვარები ითარგმნება ადგილობრივ ენებზე და საველე სამუშაოები ხორციელდება ყოველწლიურად როგორც ონლაინ, ასევე სატელეფონო ინტერვიუების საშუალებით. აღნიშნული გამოცემის მონაცემებისთვის,  ინტერვიუები ჩატარდა ინდუსტრიის ყველა სექტორის აღმასრულებელ დირექტორებთან, მმართველ დირექტორებთან, თავმჯდომარეებთან ან სხვა მაღალ პოზიციებზე დასაქმებულებთან, 2021 წლის ოქტომბერი-ნოემბრის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია: www.grantthornton.global

გრანთ თორნთონის ანგარიში – ქალები ბიზნესში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *