„კრწანისი რეზორტ რეზიდენსში“ ქვიშის სანაპიროს მოწყობა დაწყებულია - რა ეტაპზეა ინოვაციური პროექტი?

„კრწანისი რეზორტ რეზიდენსში“ ქვიშის სანაპიროს მოწყობა დაწყებულია - რა ეტაპზეა ინოვაციური პროექტი?

თბილისში, „კრწანისი რეზორტ რეზიდენსში“ სანაპიროს მოწყობა უკვე დაწყებულია. ამას გარდა, დასრულებულია ზეთისხილის ბაღის განაშენიანება, უახლოეს მომავალში კი იქ ტყე-პარკის მსგავსი სივრცის შექმნა იგეგმება. როგორც „კრწანისი რეზორტ რეზიდენსის“ მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ჯუბა ყურაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნა, დენდროლოგებმა იქ დასარგავად ისეთი მცენარეები შეარჩიეს, რომლებიც აღნიშნულ გარემოში უკვე არსებული წიწვოვანი ნაძვების გვერდით გაზრდას შეძლებენ. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ასეთი ელდარის ფიჭვი იქნება.

„აუზის მშენებლობა უკვე დაიწყო, რომელსაც ყვითელი ქვიშის სანაპირო ექნება. ყველაფერი მომზადებულია და მომავალი წლის ზაფხულში სტუმრების მიღებას შევძლებთ“, – განაცხადა ყურაშვილმა.

„კრწანისი რეზორტ რეზიდენსის“ მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ისიც განმარტა, რომ ყვითელი ქვიშის სანაპიროთი და ზღვის ტალღებით ტკბობის საშუალება არა მხოლოდ კომპლექსის მცხოვრებლებს, არამედ იმ პირებსაც მიეცემათ, რომლებიც იქ უძრავ ქონებას არ ფლობენ.

ცნობისთვის, „კრწანისი რეზორტ რეზიდენსში“ შემავალი მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 ბლოკები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ბლოკების მშენებლობა. როგორც ცნობილია, მათი დასრულება 2023 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. ყურაშვილის თქმით, წინსწრებით დაიწყება მე-10, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 ბლოკების აგება.

„სამუშაოები მოთხოვნების ზრდის გამო დაჩქარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე საერთაშორისო მასშტაბებზე გავედით გაყიდვების კუთხით“, – განმარტავს ყურაშვილი.

„კრწანისი რეზორტ რეზიდენსი“ მრავალფუნქციური უბანია, რომელიც 20 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება. საცხოვრებელი კომპლექსის, საცურაო აუზების, ზეთისხილის  ბაღისა და წიწვოვანი ტყე-პარკის გარდა, გოლფის, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნების, ჩოგბურთის კორტების, ფიტნესდარბაზებისა და საჯინიბოს მოწყობა იგეგმება. გარდა ამისა, აშენდება საბავშვო ბაღი და სკოლა. აღსანიშნავია, რომ „კრწანისი რეზორტ რეზიდენსის“ შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ელექტრომანქანებითა და ველოსიპედებით, ასევე, საფეხმავლო ბილიკის დახმარებით იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *