კვარაცხელია სერია A-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

კვარაცხელია სერია A-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „ნაპოლის“ მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კვარაცხელიას თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მისი თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი, ასევე „იუვენტუსიდან“ ანხელ დი მარია, „ტორინოდან“ ალექსეი მირანჩუკი და „ლეჩედან“ ფედერიკო ბასკიროტო ეცილებოდნენ.

შეგახსენებთ, გასულ თვეში „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა სამი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აგვისტოშიც დასახელდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *