მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის ქონება 17 ოქტომბერს დაახლოებით 24 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის მიზეზი მისი კომპანიის, Oracle-ის აქციების ფასის ვარდნაა, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებლებმა შემოსავლების ზრდის პროგნოზები წარადგინეს, რომლებიც Wall Street-მა დადებითად შეაფასა.
Oracle-ის აქციები ფასი პარასკევს დაახლოებით 7%-ით დაეცა და 291 დოლარს მიაღწია, რაც წელს აქციების ღირებულების სიდიდით მეორე ვარდნაა.
Oracle-ის აღმასრულებლებმა ხუთშაბათს ანალიტიკოსებთან გაისაუბრეს და ვარაუდი გამოთქვეს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შემოსავალი წლიურად საშუალოდ 31%-ით გაიზრდება, ხოლო გაყიდვები, სავარაუდოდ, 2030 ფისკალური წლისთვის 225 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
გარდა ამისა, აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ მოგება, სავარაუდოდ, 2030 ფისკალური წლისთვის ერთ აქციაზე 21 დოლარამდე გაიზრდება, რაც საშუალოდ 28%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს.
ლარი ელისონი Oracle-ის აქციების დაახლოებით 41%-ს ფლობს, მისი მთლიანი ქონება კი $351.4 მილიარდად არის შეფასებული. აქციების ფასის ვარდნამ ელისონის ქონება 6.3%-ით შეამცირა, თუმცა ის კვლავ მსოფლიოში მეორე უმდიდრეს ადამიანად რჩება. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს კი უკვე დიდი ხანია, ილონ მასკი ფლობს, რომლის ქონება, ბოლო მონაცემებით, $487.7 მილიარდს შეადგენს.