როცა 2021 წელს ვალენტინო როსიმ მოტოსპორტის სარბოლო ტრასა ოფიციალურად დატოვა, მსოფლიომ ეს “ეპოქის დასასრულად” შეაფასა. 25-წლიანი ბრწყინვალე კარიერის, მსოფლიო ჩემპიონის 9 ტიტულის, 89 გამარჯვებისა და 199 პოდიუმის შემდეგ ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ათლეტი ამ სფეროდან წავა და კიდევ ოდესმე შეძლებს ვინმე რამით გააოცოს. ვალენტინო როსიმ კი ეს ნამდვილად შეძლო…
2023 წლიდან BMW M Motorsport-ის ოფიციალური პილოტია. მის 46-ე დაბადების დღეზე კი BMW-მ სპეციალური მოდელი – BMW M4 CS Edition VR46 შექმნა. ეს არის ვალენტინო როსისადმი მიძღვნილი ექსკლუზიური ავტომობილი, რომლის უნიკალური დიზაინის ვერსია Sport-იც მთელს მსოფლიოსი მხოლოდ 46 ცალია და ამ 46-იდან ერთ-ერთი საქართველოს ბაზარზე, GT Motors-მა გაყიდა. ამ სამუზეუმო ექსპონატს ქართველი მფლობელი ჰყავს, რომლის ვინაობასაც ჯი-თი მოტორსი ცხადია არ ასაჯაროებს, მაგრამ BMW-ს პარტნიორი ქართული კომპანია აცნობიერებს, თუ რამხელა პატივია ამ ერთი გაყიდვის პრეცედენტით საქართველოს საავტომობილო ბაზარი გლობალური ბრენდის ისედაც ძალიან შთამბეჭდავი ისტორიის ნაწილი რომ ხდება.
გარდა იმ უსაზღვროდ დადებითი ემოციებისა, რომელიც ამ ავტომობილის მართვას უკავშირდება, ლიმიტირებული მანქანები მფლობელები და მათ შორის ქართველი მფლობელიც დაუვიწყარ მოგზაურობაში წავლენ. ისეთში, როგორიც არც იყიდება და არც მეორდება… ვალენტინო როსი მათ იტალიაში, ქალაქ ტავულიასთან მდებარე საკუთარ რანჩოზე ეპატიჟება. ასევე, ტრასის ლეგენდა ლიმიტირებული ავტომობილების მფლობელებს Misano World Circuit Marco Simoncelli-ზე გაჰყვება – ანუ იმ ადგილას, სადაც თავად მრავალი გამარჯვება აქვს მოპოვებული – როგორც მოტოციკლით, ისე BMW M4 GT3-ით…
მანქანის ტექნიკური შესაძლებლობები ღირსეულად პასუხობს მის ვიზუალურ ამბიციებს. 550 ცხენის ძალა (405 კვტ), ბრუნვის მაჩვენებელი – 650 ნმ, აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 3.4 წამში! მაქსიმალური სიჩქარე – 302 კმ/სთ, 6-ცილინდრიანი, 2.993 კუბ.სმ-იანი ბენზინის ძრავი, 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და სრულამძრავიანი სისტემა – ეს ყველაფერი მას აქცევს ნამდვილ ვარსკვლავად სარბოლო ტრასაზე და არამხოლოდ…
და ამ ამბავში ყველაზე ამაღელვებელი ალბათ ის არის, რომ ამ უნიკალური მოდელის ძრავის ხმას საქართველოში გავიგებთ. ლეგენდა ჩვენთან რჩება! საქართველოში იწერება გლობალური, გამორჩეული ბრენდის დიდი და შთამბეჭდავი ისტორიის პატარა ნაწილი მაინც.
ამ ისტორიას საქართველოში ჯი-თი მოტორსი წერს.
S