ლონდონში პრესტიჟული მედიაგამოცემა Global Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოება “Best Digital Bank Awards 2025” გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო კომერციულმა და ციფრულმა ბანკებმა, ასევე წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს მონაწილეობა.
ლიბერთი ბანკი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი და ჯილდო მიიღო კატეგორიში – „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედიამარკეტინგი და სერვისები“.
ლიბერთიმ ასევე მიიღო ორი ჯილდო:
- ,,საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა საქართველოში”;
- ,,საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში”.
,,ეს ჯილდო ადასტურებს ლიბერთის სტრატეგიულ ხედვას – გავაგრძელოთ ინვესტირება ინოვაციებში, ტექნოლოგიებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებში.
ლიბერთისთვის პრიორიტეტად რჩება ციფრული განვითარება და თანამედროვე საბანკო სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
Global Finance-ის ჯილდოს მოპოვება მნიშვნელოვანი ეტაპია – ეს არის პირველი საერთაშორისო აღიარება, რაც ჩვენი გუნდის ერთობლივი შრომისა და ყოველდღიური მუშაობის შედეგია,”- ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელი.
„მოხარული ვარ, რომ Global Finance-ის მიერ მინიჭებული ჯილდოებიდან ერთ-ერთი მარკეტინგის მიმართულებას ერგო. ეს დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია პროდუქტების განვითარების გარდა, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის, ინოვაციური არხების გამოყენებისა და გამოცდილების გაუმჯობესების პროცესიცაა.
ჩვენთვის ნებისმიერი ციფრული არხი არის სივრცე, სადაც მომხმარებელთან ერთად ვქმნით ღირებულებას.
კამპანიების ცენტრალიზებულმა მართვამ და მონაცემებზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებებმა მოგვცა შესაძლებლობა, ერთიანად ვაკონტროლოთ ბრენდის ტონი, კამპანიები იყოს თანმიმდევრული და ეფექტიანი, ხოლო კომუნიკაციის სტრატეგია – მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე.
ეს აღიარება გვაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის ხარისხი და გავაგრძელოთ სიახლეების დანერგვა.”- თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი.
Global Finance-ის ჯილდოები მსოფლიოს ფინანსურ ინდუსტრიაში ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად მიიჩნევა და ყოველწლიურად აერთიანებს წამყვან ბანკებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
Global Finance 1987 წელს დაარსდა და დღეს 160 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და ფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხის სტანდარტად არის აღიარებული. ყოველწლიურად Global Finance გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ გამორჩეული შედეგებისთვის აჯილდოებს.
S