ლიბერთის ციფრული ბანკი – მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება საერთაშორისო აღიარებით

ლიბერთის ციფრული ბანკი – მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება საერთაშორისო აღიარებით

ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის “World’s Best Digital Bank Awards”-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.

ლიბერთიმ ჯილდოები მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილების (UX) პორტალი საქართველოში; საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილების (UX) პორტალი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში; საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა საქართველოში;
  • საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები საქართველოში; საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ლიბერთიმ ციფრული სერვისების შეთავაზება ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, თუმცა გარდამტეხი ეტაპი 2018 წელს დადგა, როდესაც ბანკმა წარმოადგინა ახალი ხედვა და უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების სტრატეგია. სწორედ ამ ხედვამ ჩაუყარა საფუძველი სრულიად ახალი ციფრული ეკოსისტემის შექმნის იდეას და 2019 წლის დასაწყისში, ლიბერთის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდა განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკი, რომელიც სრულად ლიბერთის შიდა გუნდის მიერ იყო შექმნილი. მას შემდეგ, ლიბერთი მუდმივად ავითარებს ციფრულ არხებს და მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, მათ საჭიროებებზე მორგებულ გამოცდილებას.

„ციფრული ტრანსფორმაცია ბანკის სტრატეგიის ცენტრალური ნაწილია. ტრანსფორმაციის ყოველი ეტაპი მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, არამედ მომხმარებლისთვის მუდმივად თანამედროვე და კომფორტული გამოცდილების შექმნას,“ – გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.

დღეს ლიბერთის ციფრული სერვისებით 900,000-მდე მომხმარებელი ყოველდღიურად სარგებლობს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ყველა ძირითადი საბანკო ოპერაცია სრულად ონლაინ განახორციელოს. ეს ნიშნავს დროისა და რესურსის დაზოგვას და მათთვის სერვისების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას.

ჩვენი აპლიკაციის შექმნის პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მის თანამედროვე ინტერფეისს, რომელიც მორგებული და კომფორტულად მოსახმარია ყველა თაობის მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი ციფრული არხების სტაბილურობა, რაც ნიშნავს, რომ გადახდები და გადარიცხვები სრულდება მყისიერად. უკვე ხელმისაწვდომია სესხების, დეპოზიტების და სხვა საბანკო პროდუქტების შერჩევის და შეძენის სრულად ონლაინ პროცესები. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სტაბილურად ხელმისაწვდომობა ქვეყნის ნებისმიერ წერტილში,“ – ელენე ჩუბინიძე, ციფრული ბანკინგის მიმართულბის ხელმძღვანელი.

ლიბერთის ციფრული ბანკის გუნდი შედგება ადამიანებისგან, რომლებიც საერთო ხედვასა და მიზანს იზიარებენ – Agile კულტურა, გუნდური მუშაობა და ტექნოლოგიისა და კრეატიულობის ყოველდღიური შერწყმა არის ის ფაქტორები, რომლებიც ბანკს საშუალებას აძლევს, ინოვაციური სერვისები მოკლე დროში დანერგოს და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვოს.

„ჩვენი გუნდის მთავარი სიძლიერეა სწრაფად ადაპტირების უნარი. ტექნოლოგიასა და ბიზნეს ხედვას ვაერთიანებთ ისე, რომ საბოლოო შედეგი იყოს მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული,” – ელენე ჩუბინიძე, ციფრული ბანკინგის მიმართულბის ხელმძღვანელი.

ციფრული სერვისების წარმატება ყველაზე ნათლად მომხმარებელთა უკუკავშირში ჩანს. UX კვლევები და მომხმარებელთა აქტიური ჩართულობა ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაციის განუყოფელი ნაწილია. მაღალი რეიტინგი App Store-ში (4.7) და Google Play Store-ზე (4.8) ადასტურებს, რომ მომხმარებლებიც აფასებენ კომფორტს, სისწრაფესა და მარტივ გამოცდილებას, რასაც ლიბერთის ციფრული არხები სთავაზობს.

„მომხმარებლის შეფასებები ჩვენთვის განვითარების ყველაზე საიმედო მიმართულებაა. მათი საჭიროებები გვკარნახობს, რა უნდა დავნერგოთ შემდეგ ეტაპზე, ამისათვის ყურადღებით ვეცნობით როგორც უკუკავშირს, რომელიც სხვადასხვა არხებიდან ყოველდღიურად შემოდის, ასევე – რეგულარულად ვატარებთ UX და UI კვლევებს და მომხმარებლის ციფრული სერვისებით კმაყოფილების კვლევას,“ – ელენე ჩუბინიძე, ციფრული ბანკინგის მიმართულბის ხელმძღვანელი.

ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია უწყვეტი პროცესია. შემდეგ ეტაპზე ბანკი მომხმარებლებს შესთავაზებს კიდევ უფრო პერსონალიზებულ და ინოვაციურ სერვისებს, მათ შორის მანქანური სწავლებისა და AI ტექნოლოგიების ინტეგრაციას. მიზანი ერთია – შეიქმნას ახალი სტანდარტი საბანკო მომსახურებაში და ლიბერთის ციფრული ეკოსისტემა რეგიონში თანამედროვე ფინანსური სერვისების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად აქციოს.

„ჩვენი მიზანია, რომ ლიბერთის ციფრული პლატფორმა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული მასშტაბითაც აღიარებული მაგალითი გახდეს ამისა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიისა და ადამიანზე ფოკუსის სინერგიამ შექმნას ნამდვილი ინოვაცია,“ – გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.

S