LOPOTA CUP 2025-ის თამაშები დაიწყო – ტურნირი ჩოგბურთის მოყვარულებს ლოპოტაზე აერთიანებს

LOPOTA CUP 2025-ის თამაშები დაიწყო – ტურნირი ჩოგბურთის მოყვარულებს ლოპოტაზე აერთიანებს

ჩოგბურთის ყოველწლიური სამოყვარულო ტურნირი LOPOTA CUP 2025 გაიხსნა.  ტურნირს ლოპოტა სპა რეზორტი 16-19 ოქტომბერს მასპინძლობს.

LOPOTA CUP 2025-ის საპრიზო ფონდი 35 000 ლარს შეადგენს. შეჯიბრებები გაიმართება როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში, ქალთა და მამაკაცთა შორის. მონაწილეები თამაშობენ ოლიმპიური სისტემით – 2 სრული სეტი და სუპერ ტაიბრეიკი.

ტურნირი წლების წინ ლოპოტას დამფუძნებლის, გოგა მაისურაძის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურად იმართება ლოპოტას პროფესიონალურ დონეზე მოწყობილ კორტებზე. წელს თამაშებზე 100-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა.

ტურნირის მიზანია ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება.

LOPOTA CUP 2025-ის ტურნირის გენერალური სპონსორები არიან: სარაჯიშილი  და იდეა სითი.

ტურნირის სპონსორები არიან: World Class Georgia, მაიზენი, პორშე ცენტრი თბილისი, Sun Factory TBS,  წყალი ბაკურიანი, შატო ბუერა.

ტურნირის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან:  Forbes Georgia, რუსთავი 2 , მარკეტერი, მედია ჰოლდინგი პალიტრა , Georgia Today და Lifestyle Art Magazine