15-27 მაისს ლოპოტაზე საბაღო-საპარკო კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმი, Bird of Paradise 2023 გაიმართა. სიმპოზიუმი თიბისის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტისა და კრეატიული კერამიკული სტუდიის WHITE Studio ორგანიზებით ჩატარდა.
2 კვირის განმავლობაში, ქართველმა და უცხოელმა არტისტებმა – მსოფლიოს 9 ქვეყნიდან, კახეთის შთამაგონებელ ბუნებაში ახალი ნამუშევრები შექმნეს. ადგილზე, სტუმრების თვალწინ იძერწებოდა და იხატებოდა ახალი კერამიკული ქმნილებები.
სიმპოზიუმის ფარგლებში, სტუმრებისთვის არტისტების ვორქშოფები და მასტერკლასები გაიმართა: მოეწყო „რაკუს” ფიალების იაპონური – ცეცხლოვანი მეთოდით გამოწვის და მოხატვის ინტერაქციული მასტერკლასი და პერფორმანსი. გაიმართა არტ-თერაპიის უნიკალური ვორქშოფი – „თიხით მედიტაცია” ღია ცის ქვეშ. ჩატარდა თიხაზე მუშაობისა და თეფშების მოხატვის მასტერკლასები დამწყები კერამიკოსებისთვის. სტუმრები ჩაერთნენ უნიკალურ ვორქშოფში – “საგარ-გამოწვა”.
მოწვეულმა არტისტებმა სპეციალურად სიმპოზიუმის სტუმრებისთვის საკუთარი გამორჩეული ნამუშევრებიც ჩამოიტანეს.
27 მაისს კი, სიმპოზიუმის ოფიციალურ დახურვაზე – არტისტებმა ლოპოტაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს.
ლოპოტას ტბასთან კერამიკული ნამუშევრების შექმნის იდეა ჯერ კიდევ წლების წინ, რეზორტის დამფუძნებელს – გოგა მაისურაძეს ეკუთვნოდა, 2022 წელს გამართული პირველი სიმპოზიუმი სწორედ მის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიების წარმატების და დიდი დაინტერესების გამო გადაწყდა, რომ სიმპოზიუმს ყოველწლიური ხასიათი მიეცეს.
ლოპოტაზე უკვე საკუთარი ავთენტური ადგილი აქვს 2022 წლის ნამუშევრებს, რომლებიც ყოველწლიურად განახლდება და თითოეული ქანდაკება საკუთარი ისტორიის მქონე ადგილს დაიკავებს. სწორედ ლოპოტაზე იგეგმება საქართველოში პირველი ღია მუზეუმის დაარსება.
სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო 13-მა მხატვარმა:
- Mehmet Tüzüm KIZILCAN (Turkey)
- Shamai Sam Gibsh (Israel)
- Naidee Changmoh (Thailand)
- Katharina Böttcher (Germany)
- Shanyar Abdullah Salman ALGARAD (Iraq)
- Sandra Ban (Croatia)
- Silvia Ranchicchio (Italy)
- Antonio Buonfiglio (Italy)
- Ilze Emse-Grīnberga (Latvia)
- Puridon Pimsan (Thailand)
- Nato Eristavi (Georgia)
- Otar Vepkhvadze (Geogria)
- Malkhaz Shvelidze (Geogria)
სიმპოზიუმის მიზანი იყო დაეკავშირებინა ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებული არტისტები, უცხოელი ცნობილი ხელოვანების მოწვევით ასევე ხელი შეეწყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, დამთვალიერებლებისთვის კი, ემასპინძლა მათ თვალწინ ნამუშევრების შექმნის საინტერესო პროცესებით, მასტერკლასებით და გამოფენით.
სიმპოზიუმის გენერალური სპონსორია თიბისი ბანკი. S