ლოპოტა სპა რეზორტი ახალ სეზონს განახლებით ხვდება. ახლახან დასრულდა სასტუმროს 4 კორპუსისა და 84 ნომრების რენოვაცია, რომლის ფარგლებშიც ინტერიერის დიზაინში აქცენტი ბუნებრივ მასალებზე – თიხაზე, ხეზე, თექასა და ჭილოფზე გაკეთდა. ეს ელემენტები ორგანულად აგრძელებს გარემოს სილამაზეს შიდა სივრცეში და ქმნის სიმშვიდითა და ჰარმონიით სავსე გარემოს. თითოეული ნომრიდან იშლება ლოპოტას ბუნების საუკეთესო ხედები. დიზაინზე სტუდია 10_10_interiors-მა იმუშავა.
ამასთანავე, 2024-2025 წლებში რეზორტმა სტუმრებს მასშტაბური სიახლეები შესთავაზა: მოეწყო Green Aqua – წყლის ატრაქციები უფროსებისთვის და ბავშვებისთვის, აშენდა ახალი სასტუმრო კორპუსი, საკონფერენციო სივრცეები და ჯაზ-კლუბი.
ეს განახლება ლოპოტას განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. წლების წინ, როცა გოგა მაისურაძემ გაბედული ხედვით, მივიწყებული ტბის პირას 7-ოთახიანი საოჯახო კოტეჯი შექმნა, ეს იყო შორსმხედველი იდეა, რომელმაც კახეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაუხსნა გზა. ამ ხედვის ერთგულებით, ლოპოტა დღეს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ კომპლექსად ჩამოყალიბდა.
ლოპოტა ოთხი სეზონის რეზორტია, აქ სტუმარი ყოველთვის პოულობს განტვირთვისა და გართობის სერვისს, ზაფხული გამორჩეულია ბუნების სიმწვანით, აუზებითა და თავგადასავლებით. ამ ყველაფერს ღამის გართობა და ჯაზ-კლუბში ცოცხალი მუსიკის საღამოებიც შეემატა.
ლოპოტას განვითარების გზასა და კონცეფციაზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ქევანიშვილი საუბრობს.
ლოპოტა სპა რეზორტი მუდმივად ვითარდება და ახალ პროექტებს ახორციელებს. გვიამბეთ, რა არის ამ განვითარების მთავარი მოტივატორი?
ჩვენი განვითარების კონცეფცია არასდროს ყოფილა სტატიკური. ის შექმნის დღიდან მომავალს ითვალისწინებდა და ხარისხიან ზრდას გულისხმობდა. ჩვენი მთავარი მოტივატორი სტუმრის გამოცდილებაა. გვინდა, რომ ყოველი ვიზიტი კიდევ უფრო საინტერესო, სრულყოფილი და სასიამოვნო იყოს. ამიტომ, თითოეული ახალი ობიექტი, იქნება ეს საცხოვრებელი კორპუსი, საკონფერენციო სივრცე თუ გასართობი ზონა, იქმნებოდა ჩვენი ღირებულებების ერთგულად.
რამდენად ცვლის ხშირი სიახლეები თავდაპირველ რეზორტს? რა არის ის, რისი შენარჩუნებასაც ცდილობთ?
ლოპოტას განვითარება არ არის ქაოტური, ის თანხვედრაშია თავდაპირველ კონცეფციასთან და მიზანთან. თითოეული ახალი სივრცე ავსებს სტუმრის გამოცდილებას. შექმნის დღიდან ლოპოტას დამფუძნებელს ჰქონდა იდეები, რომლებსაც დღემდე ვახორციელებთ. ამის მაგალითია ცალკე მდგომი, გამორჩეული ჯაზკლუბის შექმნა, რომლის აშენებასაც წლების წინ გოგა მაისურაძე გეგმავდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარებასთან ერთად, ლოპოტა აგრძელებს ტრადიციული, გულწრფელი და ხელთქმნილი მასპინძლობის შეთავაზებას, რაც მის სტუმრებს დაარსების დღიდანვე განსაკუთრებით ხიბლავს.
ლოპოტა რეგიონში მსხვილი დამსაქმებელია. რეზორტის ზრდასთან ერთად, როგორ უმკლავდება კომპანია გუნდის ფორმირებას?
ჩვენი გუნდი არის ის მთავარი საყრდენი, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრამდე არა მხოლოდ ხარისხიანი სერვისის, არამედ პერსონალური დამოკიდებულების მიტანას. თითოეული თანამშრომელი არის ის ნაწილი, რომელიც ქმნის მასპინძლობის სახეს. ლოპოტას ზრდა და განვითარება არ ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების მოტივაციაზე, განვითარებაზე, შიდა სწავლებასა და საქმიანობის გამრავალფეროვნებაზე. ლოპოტას გუნდი ერთგულებით გამოირჩევა – ჩვენ გვყავს თანამშრომლები 10-15-წლიანი სტაჟით, და, რა თქმა უნდა, გვყავს ახალი კადრებიც ახალი სივრცეების შექმნის პარალელურად.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკა პრიორიტეტულია. როგორ ახერხებთ ზრდას ბუნებაზე ზრუნვის პარალელურად?
გარემოს დაცვა ჩვენი ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია. ლოპოტას მთავარი მიმზიდველობა ხომ მისი უნიკალური ბუნებაა. ჩვენი გუნდი სრულად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და კომპანიის ხედვა მთლიანად შერწყმულია ხელუხლებელი ბუნებაზე ზრუნვის კონცეფციასთან. ჩვენი მიზანია, რეზორტის ტერიტორიის 90%-ის მწვანე საფარის შენარჩუნება. მშენებლობის პროცესში, პრიორიტეტულად მიგვაჩნია არსებული ხეების დაცვა. კომპანია უვლის შემოგარენში მწვანე საფარის სიჯანსაღეს.
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ლოპოტა ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, სადაც მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო და განხორციელდა ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართვა. ეს საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მოხმარებული ენერგიის 20% მწვანე ენერგიით ჩავანაცვლოთ.
ასევე, სტუმრების გადასაადგილებლად და ბარგის გადასაზიდად ვიყენებთ ელექტრომობილებს, რომლებიც საწვავს არ მოიხმარენ და არ აქვთ გამონაბოლქვი. ვნერგავთ ეკომეგობრულ პრაქტიკას, ვიყენებთ ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს და ბიოდეგრადირებად ნივთებს. ყველა ეს ნაბიჯი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ერთდროულად ფლობდე აქტივებს ბუნების წიაღში და ამასთანავე, გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა იყოს საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. S