დიზაინისა და პროექტების მართვის კომპანიამ Delivery Partner თანამშრომლობითი სერვისი 5 წლის იუბილეზე წარადგინა
დიზაინისა და პროექტების მართვის წამყვანმა კომპანია LSG Solutions-მა ხუთი წლის იუბილე ახალი ხედვითა და სტრატეგიით აღნიშნა. ღონისძიება, სახელწოდებით “5-Year Journey – Delivery Partner”, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართა და მას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები და პარტნიორები დაესწრნენ. კომპანიამ წარადგინა საქმიანობის ანგარიში და სამშენებლო ინდუსტრიაში პარტნიორობის ინოვაციური მოდელის დანერგვა დააანონსა.
Delivery Partner წარმოადგენს მომსახურების ახალ სტანდარტს, რომელიც მნიშვნელოვნად სცილდება ტრადიციულ სამშენებლო ზედამხედველობას. მოდელი აერთიანებს პროექტის სრულ ციკლს — იდეის გაჩენიდან მის განხორციელებამდე — და დამკვეთს სთავაზობს გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლობასა და ნდობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას.
„წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, საერთაშორისო პრაქტიკა და კლიენტების საჭიროებების ღრმა ანალიზი გვიბიძგებს ამ ინოვაციური სერვისის შექმნისკენ. ეს ნიშნავს, რომ ვმუშაობთ არა მხოლოდ პროექტზე, არამედ პროექტისთვის“, — განმარტავს სოსო ბერიძე, LSG Solutions-ის გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი. “ჩვენი ძირითადი მიზანია პროექტების მაქსიმალურად ეფექტურად, გამჭვირვალედ, სრულფასოვნად და პასუხისმგებლობიანად განხორციელება. ბაზარი მოითხოვს პარტნიორს, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური კონსულტაციით, არამედ იზიარებს პასუხისმგებლობას დამკვეთთან ერთად. შესაბამისად, ახალი სერვისი თანაბრად საინტერესოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორისთვის“.
2020 წელს დაფუძნებულმა LSG Solutions-მა მოკლე დროში დაიმკვიდრა თავი როგორც მზარდმა და სანდო პარტნიორმა სამშენებლო სექტორში. კომპანიამ უკვე განახორციელა 50-ზე მეტი პროექტი, ითანამშრომლა 35-ზე მეტ კლიენტთან, ხოლო მისი ჯამური პორტფოლიოს ღირებულება 800 მილიონ დოლარს აჭარბებს. LSG Solutions წარმატებით მუშაობს როგორც საშუალო, ისე მასშტაბურ პროექტებზე სხვადასხვა სექტორში — მათ შორის უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, სავაჭრო ობიექტების, მრავალფუნქციური სივრცეებისა და სასტუმროს ბიზნესის, მრეწველობის, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.
საიუბილეო წელი სიმბოლურად დაემთხვა საერთაშორისო აღიარებას, რომელიც უკავშირდება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტს. არქიტექტურა, შთაგონებული თამარ მეფის საზეიმო სამოსითა და ტრადიციული ორნამენტებით, საერთაშორისო პროფესიონალების ყურადღების ცენტრში მოექცა. ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ბრიტანულმა დიზაინისა და არქიტექტურულმა გამოცემამ Dezeen მას ვრცელი სტატია მიუძღვნა და პროექტი რეგიონში ერთ-ერთ გამორჩეულ თანამედროვე არქიტექტურულ ნამუშევრად შეაფასა.
ხუთწლიანი საქმიანობის განმავლობაში LSG Solutions-ის პორტფოლიოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი, რომელიც კომპანიის მრავალმხრივ გამოცდილებას და ბაზრისადმი მორგებულ ინტეგრირებულ მიდგომას უსვამს ხაზს.
კომპანიისთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია Wyndham Grand Hotel-ის მშენებლობის მენეჯმენტი, რომელიც წარმოადგენდა LSG Solutions-ის პირველ თანამშრომლობას მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდთან. არანაკლებ სტრატეგიული იყო Borjomi PM-ის პროექტი — ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო ინიციატივა საქართველოში. ენერგეტიკის სფეროში კომპანიის გამოცდილება განსაკუთრებით გამოიკვეთა Khobi HPP-ის ფარგლებში, სადაც განხორციელდა 44-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა 6.6 კმ-იანი სიგრძის გვირაბით. ინფრასტრუქტურული განვითარების მაგალითია Porsche-ს ახალი პრემიუმ კლასის ცენტრის მშენებლობის ზედამხედველობა, ხოლო ისტორიული მემკვიდრეობის კონტექსტში მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს TELEGRAPH Hotel — მაღალი კულტურული ღირებულების მქონე შენობის რეაბილიტაცია და სასტუმროდ გარდაქმნა. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს მდგრად მშენებლობაზე, მათ შორის LEED და EDGE სერტიფიცირებული პროექტებით, რაც ხაზს უსვამს მის გრძელვადიან ხედვას და გარემოსადმი პასუხისმგებლობას. ამგვარი პროექტების წარმატებული განხორციელება ამყარებს კომპანიის გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, შემოქმედებითობას და სტრატეგიულ სიძლიერეს, რაც LSG Solutions-ს აძლევს ძლიერ კონკურენტულ პოზიციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
LSG Solutions ოპერირებს საერთაშორისო დიზაინის სტანდარტებით და იყენებს Procore-ს – მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო პროექტების მართვის პლატფორმას. კომპანია ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს და აქტიურად ავითარებს ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მართვის სისტემებს, რაც უზრუნველყოფს ეფექტურობას, გამჭვირვალობასა და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
როგორც სოსო ბერიძემ აღნიშნა, Delivery Partner მოდელი წარმოადგენს LSG Solutions-ის სამომავლო ხედვას და სტრატეგიულ პრიორიტეტს. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს კომპანიას დაგეგმოს და განახორციელოს ამბიციური, მაღალი ხარისხის და გლობალურად კონკურენტუნარიანი პროექტები, რაც ერთდროულად შეუწყობს ხელს LSG Solutions-ის რეგიონულ და გლობალურ წინსვლას და ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას.
S