TBC Capital-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მაისში თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,304 შეადგინა, რაც 2024 წლის მაისის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. ბინების გასაყიდი ფასი წლიურ ჭრილში 6%-ით, $1,266-მდე გაიზარდა. ამასთან, ბაზრის მოცულობა 14%-ით გაიზარდა და $276 მილიონი შეადგინა.
ამავე პერიოდში, ბინების გასაქირავებელი ფასი 12%-ით შემცირდა და $10.6-ზეა.
რაც შეეხება ახალი და ძველი ბინების შედარებას, პირველ შემთხვევაში ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 13%-ით შემცირდა და 619 შეადგინა, მეორეს შემთხვევაში კი – 10%-ით გაიზარდა და 2,685-ს გაუტოლდა. ჯამურად გაყიდულ ბინებში ახალი პროექტების წილი 19%-ზე შენარჩუნდა.
TBC Capital-ის თანახმად, უბნების მიხედვით ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა და საბურთალოზე გაიყიდა. აქვე აღსანიშნავია, რომ კრწანისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.
ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე, $2,178, ვაკეში დაფიქსირდა, რაც წლიურ ჭრილში ღირებულების 16%-იან ზრდას გულისხმობს.