წლის განმავლობაში, მაქკენზი სკოტმა არაკომერციულ ორგანიზაციებს – აზიელ-ამერიკელი ჟურნალისტების ასოციაციით დაწყებული, აბორტის აბების მიმწოდებლით დასრულებული – თითქმის $2 მილიარდი შესწირა. მილიარდერის ფონდ Yield Giving-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დეკემბრის შემდეგ გაღებული თანხა 360 ორგანიზაციაზე გადანაწილდა.
ბევრი ფილანთროპისგან განსხვავებით, 53 წლის სკოტი ქველმოქმედებას ფონდის მეშვეობით არ ახორციელებს, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში, შიდა შემოსავლების სერვისის რეგულაციებით, დონაციებთან დაკავშირებით მას უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება მოეთხოვებოდა. მილიარდერის გადაწყვეტილებას მიესალმებიან თავად სკოტის ბენეფიციარები და აცხადებენ, რომ ეს მათ საშუალებას უტოვებს, თავადვე გადაწყვიტონ, თუ რა არის უკეთესი მათი ორგანიზაციისთვის.
2019 წელს, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ, სკოტმა ქველმოქმედებისთვის $16.5 მილიარდი გაიღო და სერთო ჯამში, 1,900-ზე მეტ არაკომერციულ ორგანიზაციას დაეხმარა. 2019 წელსვე, სკოტი შეუერთდა ბილ გეიტსისა და უორენ ბაფეტის მიერ შექმნილ Giving Pledge-ის ინიციატივას, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღებას ითვალისწინებს.
ბოლო მონაცემებით, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში, მაქკენზი სკოტი $39.4 მილიარდით, 32-ე პოზიციას იკავებს.