მარტში ფულადი გზავნილები 9.8%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

მარტში ფულადი გზავნილები 9.8%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ფოტო: Getty Images

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 320.60 მილიონი აშშ დოლარი (871.6 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 9.8%-ით (28.7 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 145.58 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 45.41%-ია. წლიურმა ზრდამ 10.71% შეადგინა.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, მარტში ფულადი გზავნილებით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. კერძოდ, გასულ თვეში აშშ-დან საქართველოში 61 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 10.89%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე იტალიაა 55.29 მილიონი აშშ დოლარით. წლიურ ჭრილში ამ ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 9.58%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციამ, საიდანაც მარტში 38.20 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ შემთხვევაში წლიურად დაახლოებით 1%-იანი ზრდა აღინიშნა.

2026 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.7 მილიონი აშშ დოლარი (99.9 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2025 წლის ამავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5%-ით მეტია.

10 ქვეყანა, საიდანაც 2026 წლის მარტში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა
წყარო: ეროვნული ბანკი