მასკი თანამშრომლებს: დისტანციურად მუშაობას შეწყვეტთ ან TESLA-ს დატოვება მოგიწევთ

მასკი თანამშრომლებს: დისტანციურად მუშაობას შეწყვეტთ ან TESLA-ს დატოვება მოგიწევთ

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი დისტანციური მუშაობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და Tesla-ს თანამშრომლებს წერილით მიმართავს. მისი განცხადებით, თანამშრომლები დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდნენ ოფისებს და შეწყვიტონ დისტანციურად მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კომპანიის დატოვება მოუწევთ.

„ნებისმიერს, ვისაც სურს დისტანციურად მუშაობა, ყოველკვირეულად მოუწევს მინიმუმ 40 საათის გატარება ოფისში, ან დატოვებს Tesla-ს. თუკი ოფისში არ გამოცხადდებით, ჩავთვლით, რომ სამსახურის დატოვება გადაწყვიტეთ“, – წერს მასკი.

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, დისტანციური მუშაობა ამცირებს პროდუქტიულობას და იმ ამბიციების მიღწევა, რომელიც Tesla-ს აქვს, ამ მეთოდით შეუძლებელი იქნება.

„Tesla პლანეტის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან პროდუქტებს შექმნის, ეს კი ტელეფონზე დარეკვით არ მოხერხდება“, – ამბობს მასკი.

წერილში მასკმა საკუთარი გამოცდილება გაიხსენა და აღნიშნა, რომ Tesla-ს ქარხანაში 24 საათის გატარებითა და იატაკზე ძილით ის მაგალითს აძლევდა თანამშრომლებს, რითაც მან შეძლო კომპანიის გაკოტრებისგან გადარჩენა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *