მედიტაციის ზოგიერთი მეთოდი დადებით ზემოქმედებას ახდენს ტვინზე, გარკვეულ შედეგს ასევე დეპრესიის მკურნალობის დროსაც იძლევა. ამ უკანასკნელმა მოსაზრებამ შესაძლოა სამეცნიერო მხარდაჭერა მიიღოს. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალ Internal Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიმოხილვა გვამცნობს, რომ ცნობიერების მედიტაციამ დეპრესიის სიმპტომების შესუსტებასთან ბრძოლაში შესაძლოა, ანტიდეპრესანტებს კონკურენცია გაუწიოს. მიმოხილვა იმითაა საინტერესო, რომ ავტორებმა შეისწავლეს მედიტაციის შესახებ ჩატარებული ათასობით ადრეული კვლევა და დასკვნა ისე გამოიტანეს, ასევე დაესწრნენ შემთხვევით შერჩეულ პაციენტთა კლინიკურ შემოწმებას (მეცნიერების ოქროს სტანდარტი). ყოველივე ამის შედეგად დაადგინეს, რომ ცნობიერების მედიტაციამ შესაძლოა ყველაფერი არ განკურნოს, მაგრამ ეფექტიანად იმოქმედოს დეპრესიის, შფოთვის, ტკივილის წინააღმდეგ და კონკურენცია გაუწიოს მედიკამენტურ მკურნალობას.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის, მადჰავა გოიალის ხელმძღვანელობით შექმნილი გუნდი თითქმის 18 000 ადრეულ კვლევას გაეცნო, საბოლოო ჯამში, 47 რანდომიზებულ კლინიკურ კვლევას დაესწრო. ამ ექსპერიმენტში დაკავებული იყო 3 500 პაციენტი, რომელთა შორის ზოგი მედიტირებდა (ცნობიერების მედიტაცია ან მანტრა-მედიტაცია), ზოგი სხვა სახით მკურნალობდა – მაგალითად, ვარჯიშობდა. ერთნი ცნობიერების მედიტაციას განმარტავენ, როგორც ყურადღების გადატანას შინაგან პროცესებზე (ფიქრსა თუ სხეულის შეგრძნებაზე) მხოლოდ ინტერესის თვალსაზრისით, ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე. “ბევრის აზრით, მედიტაცია მხოლოდ ერთ ადგილას ჯდომა და არაფრის კეთებაა, მაგრამ ეს ასე არ არის. მედიტაცია ცნობიერების ასამაღლებლად შექმნილი გონების აქტიური ვარჯიშია. მედიტაციის სხვადასხვა პროგრამა ამას სხვადასხვა გზით ახორციელებს”, – განმარტავს გოიალი.
მიმდინარე კვლევების შედეგად, დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მედიტაციის ეფექტის სიდიდე შეფასდა როგორც ზომიერი – 0,3.
არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მედიტაცია გავლენას ახდენდა სხვა მაჩვენებლებზე, მაგალითად: ყურადღებაზე, კარგ განწყობაზე, ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე, კვებით ჩვევებზე, ძილსა თუ წონაზე. თითქოს მანტრა-მედიტაცია ვერ მოქმედებდა ისე ეფექტიანად, როგორც ცნობიერების მედიტაცია, მაგრამ ამის თქმა მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება, ვინაიდან ამ მხრივ რეალური შედეგების მისაღებად ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული. მიუხედავად ამისა, თუ მხედველობაში მიიღებთ, რომ ქვეყანაში გამოყენებული ანტიდეპრესანტების ეფექტის საშუალო სიდიდე ასევე უდრის 0,3-ს, შედეგები უფრო შთამბეჭდავი მოგეჩვენებათ. ასე რომ, იკვეთება დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობაში მიღწეული წარმატების აშკარად მცირე მაჩვენებელი, როცა მედიტაციის მიერ მიღებული შედეგი საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. გოიალს ვკითხე, იყო თუ არა კმაყოფილი შედეგებით? – “დიახ, ძალიან გამხნევებული ვარ”, – მიპასუხა მან. მისი თქმით, განსაკუთრებით იმით, რომ მიმოხილვაში ჩადებულია კვლევების დროს სწავლების ძალიან მოკლე პერიოდები, ხშირად რვა კვირა ან უფრო ნაკლებიც. შედარებით ხანგრძლივი პერიოდისათვის კი უფრო მდგრადი შედეგებია მოსალოდნელი. “იმ უნარ-ჩვევებთან შედარებით, რომლებსაც ვასწავლით, – ამბობს ის, – ცდების დროს მონაწილეთათვის ჩატარებულ ტრენინგთა რიცხვი შედარებით დაბალი იყო. დიახ, ჩვენ ვხედავდით მცირე, მაგრამ თანმიმდევრულ გაუმჯობესებას შფოთვის, დეპრესიისა და ტკივილის სიმპტომებში. ამგვარად, ახლა საინტერესოა, მივაღწევთ თუ არა უფრო დიდ ეფექტს მეტი ტრენინგებით, პრაქტიკითა და უნარების გამომუშავებით”.
გოიალის მომდევნო კვლევები ამ საკითხს შეეხება. აგრეთვე მას უნდა, იცოდეს, როგორ მიმართოს ტრენერის ოსტატობა და სტაჟიორის პრაქტიკის ხანგრძლივობა დეპრესიაზე მედიტაციის სასიკეთო გავლენის მისაღებად.
მედიტაციის უდავო სარგებელი ისაა, რომ მას, მედიკამენტური მკურნალობისგან განსხვავებით, თანამდევი ქმედების ეფექტი არ გააჩნია.
“ექიმებისა და პაციენტებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არ არსებობს ცნობა მის მიერ მიყენებული ზიანის შესახებ, მას არ გააჩნია თანამდევი ეფექტი, – ამბობს გოიალი, – მედიტაციის შესრულება შეიძლება მაშინაც, როდესაც უკვე გადიხართ სხვა მკურნალობას”. საჭიროა აღინიშნოს, რომ ფსიქოთერაპია ან საუბრით თერაპია, კერძოდ კი კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია (CBT) ისევე ეფექტიანია, როგორც ანტიდეპრესანტები (და ეს ორი მნიშვნელოვან ეფექტს იძლევა ერთად გამოყენების შემთხვევაში).
მართალია, ის მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობს მედიტაციის დეპრესიაზე ზემოქმედებას, მთლად შესწავლილი არ არის, მაგრამ მკვლევარებს აქვთ რამდენიმე მოსაზრება. მედიტაციამ შეიძლება გააძლიეროს ყურადღების, ემოციის რეგულირება, სხეულის შეცნობა და გამოიწვიოს თვალსაზრისის, აღქმის ცვლილება, ანუ “დეცენტრაცია”. ამ ყველაფერმა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს დეპრესიის დროს.
წმინდა ბიოლოგიურ დონეზე, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები გვიჩვენებს, რომ მედიტაცია ამცირებს ნუშისებრი ჯირკვლის, ამიგდალასა და ტვინის იმ ნაწილის აქტივობას, რომელიც სტრესზე აგებს პასუხს. აგრეთვე ამცირებს ტვინის მუშაობის პასიურ რეჟიმს, რომლის “ჩართულობის” დროს თქვენს გონებას უამრავი აზრი სტუმრობს – ხშირად უკმაყოფილების განცდასა და სტრესთან დაკავშირებული
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Life Georgia-ის აპრილის ნომერში)