გრანთ თორნთონმა გამოაქვეყნა 21-წლიანი ანგარიში ქალები ბიზნესში
გრანთ თორნთონის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, დაუყოვნებელი ქმედებების გარეშე, გენდერული თანასწორობა მენეჯერულ როლებზე საშუალო ზომის კომპანიებში არ იქნება მიღწეული 2051 წლამდე – ეს ტენდენცია გენდერული უთანასწორობის გადაჭრის აუცილებლობის მკაფიო შეხსენებაა ბიზნესისთვის.
მიუხედავად გასული წლების პროგრესისა, ქალებს მენეჯერული პოზიციების მხოლოდ 34% უკავიათ გლობალურად, და ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.5%-ით არის გაზრდილი 2024 წელთან შედარებით. ამ ტენდენციის მიხედვით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც იწყებს კარიერას დღეს, დიდი ალბათობით მეოთხედ საუკუნეს გაატარებს ისეთ ბიზნეს გარემოში, სადაც საშუალო ზომის ბიზნესში მენეჯმენტი ჯერ კიდევ არ არის გენდერულად დაბალანსებული.
“ჩვენ ვაფასებთ საშუალო ზომის ბიზნეს-კომპანიებს მათი მოქნილობისა და ინოვაციურობის გამო”, აღნიშნავს კარიტა ერიქსონი, Grant Thornton International Limited (GTIL)-ის ქსელის შესაძლებლობების, კულტურისა და კორპორაციული მდგრადობის გლობალური ლიდერი.
“ეს არის ის, რაც აქცევს მათ გლობალური ეკონომიკის ყველაზე დინამიკურ ნაწილად. მათი ქმედებები და გადაწყვეტილებები შეიძლება ცვლილებების გამომწვევი გახდეს – და ეს ძალისხმევა, მიმართული მაღალ მენეჯერულ როლებზე გენდერული თანასწორობისკენ, შეიძლება გახდეს ტრანსფორმაციული. მივაღწიოთ თანასწორობას სწრაფად, და ჩვენ ყველანი დავინახავთ ძლიერი ეკონომიკის, უკეთ ფუნქციონირებადი ბიზნესის, უფრო ინკლუზიური კულტურების ბენეფიტებს. ამ საკითხისკენ ძალისხმევის მიმართვა არის შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის.”
უახლესი ანგარიში “ქალები ბიზნესში 2025” ხაზს უსვამს საშუალო ბაზრის კომპანიების კრიტიკულ როლს იმდენად, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ ბიზნესის 90%-ს გლობალურად და ქმნიან სამუშაო ადგილების ორ მესამედს. უმოქმედობის საფასური საკმაოდ ძვირია – საერთაშორისო მონეტარული ფონდის კვლევა აჩვენებს, რომ განვითარებად ბაზრებზე მხოლოდ გენდერული დისბალანსის აღმოფხვრასაც კი შეუძლია მშპ-ს გაზრდა 23%-ით.
გრანთ თორნთონი მოუწოდებს ბიზნეს ლიდერებს:
- დასახეთ ამბიციური მიზნები მენეჯერულ პოზიციაზე ქალების წარმომადგენლობისთვის.
ბიზნესების უმეტესობას (63.9%) არ აქვთ დასახული მენეჯერულ პოზიციაზე ქალების წარმომადგენლობის სამიზნე მაჩვენებელი. ცხადი მიზნის გარეშე კი ეს კომპანიები რისკავენ შეანელონ ან შეაჩერონ ზრდის ტემპი.
- დაუჭირეთ ქალებს მხარი თავიანთ კარიერულ გზაზე, რათა შეინარჩუნოთ და განავითაროთ ტალანტები.
მენტორობის, ნეთვორქინგისა და შენარჩუნების მიზნების დასახვა ეფექტური გზაა მრავალფეროვნების უზრუნველყოფისთვის, თუმცა ამგვარი სტრატეგიების იმპლემენტაცია ნაკლებად ხდება ბიზნესების მიერ.
იმ ბიზნესებმა, რომლებმაც დაისახეს მიზნად ნეთვორქინგი, 16.1%-ით გაზარდეს გენდერული ბალანსი მათ მენეჯერულ გუნდში. ასევე, იმ კომპანიების ნახევარზე მეტმა, რომელმაც მიზნად დაისახეს მენტორობის (50.7%) ან შენარჩუნების (50.7%) სისტემების დანერგვა, გაზარდეს გენდერული ბალანსი გასულ წელს.
- გაზარდეთ ზეწოლა გარე პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოთ მრავალფეროვნება მიწოდების ჯაჭვში
ბიზნესების დაახლოებით სამი მეოთხედი (77.6%) იღებენ მოთხოვნებს ინვესტორებისგან, კლიენტებისგან ან პარტნიორებისგან, რომ მოახდინონ დემონსტრირება გენდერული მრავალფეროვნების, როგორც ღირებულების მიმართ ერთგულებისა. კომპანიებმა, რომლებიც ამ მოთხოვნას ასრულებდნენ, მნიშვნელოვანი შედეგი მიიღეს: ნახევარზე მეტმა (56.3%) გაზარდა ქალების პროცენტული წილი მენეჯერულ პოზიციებზე უკანასკნელ 12 თვეში.
“საშუალო ბაზარი გლობალური ეკონომიკის გულისცემაა და მისი პოტენციალი სრულად რეალიზდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მივიღებთ მრავალფეროვან ლიდერობას“, – ამბობს პიტერ ბოდინი, GTIL-ის აღმასრულებელი დირექტორი. ეს არ ეხება მხოლოდ თანასწორობას, არამედ ხელს უწყობს უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას. გენდერული ბალანსის მხარდამჭერი მოქმედებების დაჩქარებით, ჩვენ არ ვხსნით კარებს მხოლოდ ქალებისთვის; ჩვენ ვქმნით უფრო ინოვაციურ, გამძლე და დინამიკურ ბიზნესლანდშაფტს მომავალი თაობებისთვის.”
შეტყობინება ცხადია: გენდერული თანასწორობისკენ მიმართული ქმედებები მხოლოდ სამართლიანობის მიზანს არ ემსახურება – ეს ბიზნესის იმპერატივია, ეკონომიკების გაძლიერებისა და გარდაქმნის ძლიერი პოტენციალით.
საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში
გრანთ თორნთონის საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში (IBR) არის წამყვანი საშუალო ბიზნესის გამოკითხვა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს ინტერვიუს დაახლოებით 5000 ბიზნესის აღმასრულებელ პირებთან გლობალურად.
1992 წელს, ევროპის ცხრა ქვეყანაში დაწყებული კვლევიდან, ახლა ანგარიში ყოველწლიურად იკვლევს დაახლოებით 10000 ბიზნეს ლიდერის მოსაზრებას 28 ქვეყნიდან, რაც მოიცავს ეკონომიკურ და კომერციულ გავლენებს კომპანიების ზრდის პერსპექტივაზე გლობალურად.
ამ ანგარიშის დასკვნები მიღებულია დაახლოებით 5000 ინტერვიუდან, რომელიც ჩატარდა 2024 წლის ოქტომბრიდან ნოემბრამდე, აღმასრულებელ ოფიცრებთან, მმართველ დირექტორებთან, თავმჯდომარეებთან და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა მაღალჩინოსნებთან ყველა ინდუსტრიიდან, 28 ქვეყნის საშუალო ბაზრის ბიზნესში.
დამატებითი ინფორმაცია: https://www.grantthornton.global/en/insights/articles/About-IBR/
გრანთ თორნთონის ანგარიში – ქალები ბიზნესში
უკვე 21 წელია, გრანთ თორნთონი ავრცელებს ანგარიშებს მსოფლიოს საშუალო ბაზრის ბიზნესებს შორის, მენეჯმენტში გენდერული ბალანსის შესახებ, ავლენს ბარიერებს და საჭირო ქმედებებს ცვლილებების მისაღებად.
2025 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.grantthornton.global/en/women-in-business/