მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა - ქართველის ზედიზედ მე-10 გამარჯვება UFC-ში

მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა - ქართველის ზედიზედ მე-10 გამარჯვება UFC-ში

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა. მან ამჯერად ოქტაგონზე ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

დვალიშვილსა და სეხუდოს შორის ბრძოლა სამი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. პირველი რაუნდი სეხუდოს უმნიშვნელო უპირატესობით, ანგარიშით 10:9 დასრულდა. მეორე რაუნდიდან კი უპირატესობა ქართველის მხარეს გადავიდა და, შესაბამისად, ბოლო ორი რაუნდი მისი გამარჯვებით დასრულდა.

მერაბის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მან ბრძოლის მიმდინარეობისას Meta-ს დამფუძნებელთან, მარკ ცუკერბერგთან გასაუბრებაც შეძლო.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს კარიერაში მე-17 გამარჯვებაა. შეგახსენებთ, ქართველს მხოლოდ ოთხი ბრძოლა აქვს წაგებული.