Meta-მ თვითმართვადი მანქანებისთვის ახალი AI-მოდელი წარადგინა

Meta-მ თვითმართვადი მანქანებისთვის ახალი AI-მოდელი წარადგინა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი AI-მოდელი წარადგინა, რომელსაც მოძრავი ფიზიკური ობიექტების უკეთ იდენტიფიცირებისა და 3D-გარემოს აღქმის გაუმჯობესებული შესაძლებლობები აქვს. Meta-ს V-JEPA 2, ე.წ. „ღია წყაროს“ ტიპის AI-მოდელია, რომელსაც გარშემო სამყაროს შეფასების, დაშვებების გაკეთებისა და მოქმედების დაგეგმვის ფუნქცია აქვს.

ე.წ. World Model-სისტემები, როგორიც Meta-ს V-JEPA 2-ია, ფიზიკური სამყაროს სიმულაციაზეა დაფუძნებული. სისტემა ხელოვნურ ინტელექტს საშუალებას აძლევს დაგეგმოს და მიიღოს გადაწყვეტილები ისე, როგორც ამას რეალურ სამყაროში ადამიანი გააკეთებდა. Meta-ს ახალი V-JEPA 2 მოდელი გამოყენებადია თვითმართვადი ავტომობილებისა და მიტანის სერვისის რობოტებისთვის, ფიზიკურ სამყაროში ნავიგაციისთვის.

„ეს რეალობის აბსტრაქტული ციფრული ტყუპისცალივითაა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი სამყაროს აღსაქმელად და თავისი რეაგირების შედეგების პროგნოზირებისთვის იყენებს. შესაბამისად, მას, მიცემული დავალების შესასრულებლად, მოქმედების კურსის დაგეგმვა შეეძლება“, – განაცხადა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით Meta-ს მთავარმა სპეციალისტმა იან ლეკუნმა.

ხელოვნური ინტელექტი Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის მთავარი ფოკუსია, რადგან კომპანია ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ისეთ მოთამაშეებს, როგორიცაა OpenAI, Microsoft-ი და Google-ი. ამ მიზნისთვის Meta Scale AI წილის სანაცვლოდ თითქმის $15 მილიონის გადახდას გეგმავს, მის აღმასრულებელ დირექტორს, ალექსანდრ ვანგს კი, ახალ, „სუპერინტელექტის“ ლაბორატორიას ჩააბარებს.