მეცნიერებმა და ვინჩის პარადოქსის 500-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს

მეცნიერებმა და ვინჩის პარადოქსის 500-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს

ლეონარდო და ვინჩი ალბათ ყველაზე მეტად თავისი მხატვრული შემოქმედებითაა ცნობილი, თუმცა, ამას გარდა, მან კაცობრიობას თავი მეცნიერების, ინჟინერიის, არქიტექტურისა და გამოგონებების მიმართულებითაც დაამახსოვრა. დაახლოებით ხუთი საუკუნის წინ, და ვინჩიმ სითხეში წარმოქმნილ ჰაერის ბუშტუკებზე დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ წყლის ზედაპირზე ასვლისას ისინი, გარკვეულ მომენტში, სწორ ტრაექტორიას გადაუხვევენ და სპირალურად და ზიგზაგისებურად მოძრაობენ.

წყლის ზედაპირზე ამომავალი ჰაერის ბუშტუკების არასტაბილური მოძრაობის ახსნის მეთოდი სევილიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მიგელ ანხელ ერადამ და ბრისტოლის უნივერსიტეტში მომუშავე იენს ეგერსმა აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ამის შესახებ კვლევა გამოცემა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოაქვეყნეს. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ მათი მიგნება შეიძლება სასარგებლო იყოს ნაწილაკების მობილურობის ასახსნელად, რომლებიც მყარსა და აირადს შორის გარდამავალ მდგომარეობაში არიან.

და ვინჩის პარადოქსის საიდუმლოს ამოსახსნელად არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, თუმცა დაახლოებით 500-წლიანი საიდუმლოს ამოხსნა აქამდე ვერ მოხერხდა. პრობლემა ის გახლდათ, რომ სპეციალისტების მიერ აქამდე შემოთავაზებულმა ბუშტუკების მოძრაობის მოდელირებამ ვერ შეძლო ზუსტად იმის გამეორება, რასაც ბუნებაში ვაკვირდებით.

ახლა კი, მიგელ ანხელ ერადამ და იენს ეგერსმა შემოგვთავაზეს ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც ზუსტად აღწერს ბუშტუკების მოძრაობის ტრაექტორიას. მათი მოდელირებისა და ექსპერიმენტების მიხედვით, როგორც კი ბუშტუკის რადიუსი გადააჭარბებს 0,926 მილიმეტრს, ის სწორი მიმართულებით მოძრაობას წყვეტს და არასტაბილური ტრაექტორიით გადაადგილებას იწყებს.

მკვლევრების განცხადებით, ბუშტუკის პერიოდული დახრილობა მის გამრუდებას ცვლის, გავლენას ახდენს აღმასვლის სიჩქარეზე და იწვევს ბუშტუკის ტრაექტორიის რხევას. ის იხრება ბუშტუკის მხარეს, რომლის გამრუდებაც გაიზარდა. ამის შემდეგ კი, წნევის დისბალანსი ბუშტუკის თავდაპირველ პოზიციაში დაბრუნებას იწვევს და გრძელდება პერიოდული ციკლი,

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *