მილიარდერები, რომლებმაც ერთ წელიწადში ყველაზე მეტი გამოიმუშავეს

მილიარდერები, რომლებმაც ერთ წელიწადში ყველაზე მეტი გამოიმუშავეს

პლანეტის უმდიდრესი ადამიანებისთვის 2024 წელი რეკორდულია. საფონდო ბირჟები ისტორიულ მაქსიმუმზეა და, შესაბამისად, მილიარდერებიც იმაზე მდიდრები არიან, ვიდრე ოდესმე.

Forbes-ის მილიარდერთა სიის თანახმად, დღეს მსოფლიოში 2,781 მილიარდერია, რომელთა მთლიანი სიმდიდრე 14.2 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2 ტრილიონი დოლარით მეტია. მილიარდერთა ორი მესამედის ქონება წლიურად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

მხოლოდ ათ ადამიანზე მოდის 507 მილიარდი დოლარი მთლიანად გამომუშავებული თანხიდან. ექვსი მათგანი კი დაკავშირებულია ტექნოლოგიურ „შესანიშნავ შვიდეულთან“ – Apple-თან, Microsoft-თან, Alphabet-თან, Amazon-თან, Nvidia-სთან, Tesla-სა და Meta-სთან, რომელთა აქციების ღირებულება, ხელოვნური ინტელექტის პოპულარობის ზრდის წყალობით, მკვეთრად გაიზარდა.

ბოლო 12 თვეში არავის გამოუმუშავებია მარკ ცუკერბერგზე მეტი. მისი ქონება 112.6 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი, რაც Meta-ს აქციების ღირებულების თითქმის გასამმაგების შედეგია თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნისა და ხელოვნურ ინტელექტში განხორციელებული ინვესტიციების შემდეგ. ცუკერბერგის სიმდიდრე ამჟამად 177 მილიარდს დოლარს უდრის, რაც მისი საუკეთესო შედეგია და Forbes-ის რეიტინგში ის მეოთხე ადგილზეა.

Nvidia-ს CEO იენსენ ჰუანმა, რომელიც 20 უმდიდრეს ადამიანს შორის პირველად მოხვდა, ერთ წელში 56 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. აღნიშვნის ღირსია Microsoft-ის ყოფილი CEO და OpenAI-ის უმსხვილესი ინვესტორი, სტივ ბალმერი და Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი.

აღსანიშნავია, რომ ათეულიდან რვა მილიარდერი ამერიკიდანაა, ხოლო დანარჩენი ორი – პრაჯოგო პანგეტსუ და გაუტამ ადანი – ინდონეზიიდან და ინდოეთიდან.

იმ მილიარდერების სია, რომლებმაც ერთ წელიწადში ყველაზე მეტი გამოიმუშავეს, ასეთია:

  1. მარკ ცუკერბერგი – ქონება: 177 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +112.6 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Facebook;
  2. ჯეფ ბეზოსი – ქონება: 194 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +80 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Amazon;
  3. იენსენ ჰუანი – ქონება: 77 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +55.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: ნახევარგამტარები;
  4. მაიკლ დელი – ქონება: 91 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +40.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Dell Technologies;
  5. სტივ ბალმერი – ქონება: 121 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +40.3 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: ენერგია, ნავთობქიმიური ნივთიერებები | სიმდიდრის წყარო: Microsoft;
  6. პრაჯოგო პანგეტსუ – ქონება: 4 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +38.1 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: ენერგია, ნავთობქიმიური ნივთიერებები;
  7. გაუტამ ადანი – ქონება: 84 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +36.8 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: ინფრასტრუქტურა.
  8. ლარი პეიჯი – ქონება: 114 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +34.8 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Google;
  9. სერგეი ბრინი – ქონება: 110 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +34 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Google;
  10. ლარი ელისონი – ქონება: 141 მილიარდი დოლარი | წლიური გამომუშავება: +34 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Oracle.