Milieu Insight გლობალური ექსპანსიისთვის მზადაა: დამფუძნებელი ჯერალდ ანგი და ახალი CEO სუნდიპ ჩაჰალი ძალებს აერთიანებენ

Milieu Insight გლობალური ექსპანსიისთვის მზადაა: დამფუძნებელი ჯერალდ ანგი და ახალი CEO სუნდიპ ჩაჰალი ძალებს აერთიანებენ

ფოტო: Milieu Insight 

ბაზრის კვლევის დინამიურ სამყაროში სინგაპურში დაფუძნებული სტარტაპი Milieu Insight ნელ-ნელა გარდაქმნის ლანდშაფტს. 2016 წელს დაარსებული ჯერალდ ანგისა და მისი თანადამფუძნებლების, ბაზრის კვლევის ვეტერანების იუდა კანაპრაჩისა და კელვინ ლი, ყოფილი ინვესტიციების ბანკირის მთავარი ხედვა, ბაზრის კვლევის და მონაცემთა ანალიტიკის კომპლექსურობის გამარტივებაა. დღეს Milieu Insight სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მზარდი კომპანია, რომელიც ცვლის მონაცემების გამოყენებას ყოველდღიურობაში, ბიზნესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად.

ყველაფერი დაიწყო სამი ადამიანის გუნდით და გადაიქცა 70-მდე თანამშრომლის ძლიერ კომპანიად, რომელიც ექვს ქვეყანაში ოპერირებს. Milieu Insight-მა მოწინავე ტექნოლოგიებით, მობილურის დაპრიორიტეტების სტრატეგიითა და მომხმარებლების გამოცდილებაზე ზრუნვით, ტრადიციული ბაზრის კვლევის ინდუსტრია შეცვალა. ასევე მიიქცია გლობალური ბრენდების ყურადღება, რომლებიც ეძებენ ახალ ხედვებს, რეგიონში მომხმარებლების მრავალფეროვანი ლანდშაფტის შესაქმნელად. ინდუსტრიის ვეტერანი სუნდიპ ჩაჰალი კომპანიის ახალ CEO-ად დაინიშნა და Milieu Insight მზადაა გლობალური გაფართოებისათვის, გეგმბეში ორი დიდი პრიორიტეტი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრების ათვისებაა.

სირთულეებიდან ინოვაციებამდე

ანგმა Milieu Insight ტრადიციული კვლევის მეთოდოლოგიების მიმართ არსებული უკმაყოფილების გამო დააფუძნა. „მგონია, რომ ბაზრის კვლევებმა ყველას უნდა შეუმსუბუქოს ცხოვრება და არა გაურთულოს,“ ამბობს ანგი. „ტრადიციული ბაზრის კვლევის ინდუსტრია მარტივი მეთოდოლოგიებსა და ნაკლებად ეფექტურ პროცესებზე იყო დაფუძნებული. მე მინდოდა, რომ შემექნმა ტექნოლოგიებით მდიდარი, ავტომატიზირებული კვლევის პროდუქტი, რომელიც უფრო ეფექტურად იმუშავებდა და შეცვლიდა მიდგომებს ბაზრის კვლევის პრაქტიკაში.”

ანგის ხედვამ გაამართლა. მხოლოდ შვიდ წელში, Milieu Insight მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა სამხრეთ აზიის კვლევების ბაზარზე. კომპანიას თავის აპლიკაციაში ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მათი პარტნიორების რაოდენობა ორ წელიწადში 45-დან 180-მდე გაიზარდა.

„ეს ნამდვილად საოცარი მოგზაურობა იყო,“ ამბობს ანგი კომპანიის ზრდის პროცესზე. „ჩვენ უბრალოდ ინოვატორების პატარა გუნდი ვიყავით, მაგრამ ჩვენ გავიზარდეთ მისიისთვის, რომელიც გულისხმობს ინდუსტრიის რევოლუციას მომხმარებელთა სურვილების მიხედვით. COVID-19-ის პანდემიამ ბევრი ინდუსტრია დააზიანა, მაგრამ ჩვენთვის მან ონლაინ კვლევების მიმღებლობის პროცესები დააჩქარა და განვითარებაში დაგვეხმარა”

ანგის ხედვა Milieu Insight-ისთვის მხოლოდ მონაცემების მიწოდებას არ მოიცავს. „ჩვენი ყურადღება მომხმარებელთა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზეა მიმართული. ჩვენი მზანია ყველა პროცესის გამარტივება გამოკითხვის დიზაინის, მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პროცესში. ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესებს შესაძლებლობა მივცეთ, მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები რეალურ დროში განახლებად ინფორმაციაზე დაყრდნობით.”

მომხმარებელზე ორიენტირებული ხედვა Milieu Insight-ის წარმატების მთავარი ფაქტორია. ანგი ამბობს: „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი კლიენტებისთვის ღირებული სერვისების შექმნაზე. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მიზნად ისახავს კვლევის პროცესის გამარტივებას და გაადვილებას. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის საიმედი პარტნიორები გავხდეთ”.

Milieu Insight-ის ზრდასა და გაფართოებას აპრიორიტეტებს და ამასთან ანგის მიზანი კომპანიაში ინოვაციური სულისკვეთებისა და მომხმარებელზე ორიენტირების შენარჩუნებაა. „გაფართოებას თავისი გამოწვევები აქვს, მაგრამ მას ასევე საოცარი შესაძლებლობები მოაქვს. კომპანიის გაფართოების შემდეგ, გვინდა ჩვენი ინოვაციები ახალ მარკეტებზე დავნერგოთ და მთავარი ღირებულებები შევინარჩუნოთ – მომხმარებელზე ორიენტირება, ხელმისაწვდომობა და ეფექტური იდეები,“ ამბობს ანგი.

კულტურა-კომპანიის ზრდის ფუნდამენტი

Milieu Insight-ის სწრაფი ზრდა მჭიდროდ არის დაკავშირებული კომპანიის კულტურასთან. ანგი იხსენებს კონფერენციას, სადაც მოისმინა ფრაზა: „კულტურა ებრძვის სტრატეგიას.“ ეს მარტივი, მაგრამ ღრმა ფრაზა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მას შემდეგ გახდა Milieu Insight-ის მთავარი პრინციპი. „არ აქვს მნიშვნელობა, როგორი კარგი არის თქვენი სტრატეგია, თუ კომპანიაში ძლიერი და პოზიტიური კულტურა არ გაქვთ, ვერასდროს მიაღწევთ თქვენს მიზნებს,“ აღნიშნავს ანგი.

ანგის მიერ კომპანიის კულტურის განვითარებამ Milieu Insight-ის გაფართოებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ის მიიჩნევს, რომ კომპანიის ხედვისა და მისიის დაკავშირება საერთო ღირებულებებთან, მთავარი გზაა ყველა თანამშრომლისთვის საერთო მიზნის შესაქმნელად. „ეს არ არის მხოლოდ ღირებულებების კედელზე ან თანამშრომელთა გაიდბუქში ჩაწერა,“ განმარტავს ის, „ეს არის მათი ყოველდღიურობაში არსებობა და გამოყენება.“

ანგის პასუხისმგებლობაა იყოს მთავარი მაგალითი ორგანიზაციაში Milieu Insight-ის ღირებულებების გასავრცელებლად. ის აცნობიერებს, რომ როგორც დამფუძნებელი, მისი ქმედებები და გადაწყვეტილებები მთლიანი კომპანიის სურათს განსაზღვრავს. ‘ეს პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია ამ ღირებულებების ყოველდღიურ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებობისთვის,’ – აცხადებს ანგი. ის აქტიურად მონაწილეობს კომპანიის ღონისძიებებში, მხარს უჭერს ღია კომუნიკაციას და აპრიორიტეტებს თანამშრომელთა კეთილდღეობას, რაც გამოხატავს იმას, რომ კომპანიის ღირებულებები არაა მხოლოდ სიტყვები, არამედ ცხოვრების წესი და ყოველდღიურობა. ეს უნიკალური და თანმიმდევრული მიდგომა ქმნის კულტურას, რომელიც აინტერესებს საუკეთესო ტალანტებს, ხელს უწყობს წინსვლას და ავითარებს კომპანიის შთამბეჭდავ ზრდის ტრენდს.”

Milieu-ს ახალი CEO, სუნდიპ ჩაჰალი

მყარი საძირკვლის შექმნის შემდეგ, Milieu Insight-ის მთავარი მიზანი გლობალურ ბაზარზე გაფართოებაა. ადამიანი, რომელიც ამ გზას გაუძღვება არის სუნდიპ “სანი” ჩაჰალი, YouGov-ის ყოფილი ოპერაციების დირექტორი, რომელიც 2024 წელს CEO გახდა. ჩაჰალს ოც წლიანი გამოცდილება აქვს კვლევისა და კომერციული ოპერაციების გლობალურად გაფართოებიაში, მისი ახალი ხედვა ინდუსტრიის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე კომპანიის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“‘Milieu Insight-ში მოსვლა მიბიძგა არა მხოლოდ მათმა წარმოუდგენელმა ზრდამ სამხრეთ აზიაში, არამედ იმ პოტენციალმა, რომელიც მათ ტექნოლოგიაში და მიდგომაში ვნახე,’ – აცხადებს ჩაჰალი. ‘ჩვენ უკვე საუკეთესოები ვართ ინდუსტრიაში და შეგვიძლია დავეხმაროთ ბიზნესებს გაძლიერებაში, ინფორმაციის შეგროვებაში და ინოვაციებში, გლობალურ მარკეტზე. ჩვენი კონკურენტები ხშირად ამბობენ, რომ იგივე შეუძლიათ, თუმცა პარტნიორებს სუსტი ტექნოლოგიებით და ინფორმაციის ცუდი ხარისხით ძირითადად იმედებს უცრუებენ,” – ამბობს ის.

ჩაჰალმა YouGov-ის  დატოვების შემდეგ შესვენება გადაწყვიტა და ამის შედმეგ დაიწყო ახალი ეტაპი Milieu Insight-ში. “დიდ კორპორაციაში ან ტრადიციულ კვლევით სააგენტოში ყოფნა არ მინდოდა,’ – ამბობს ის.  ‘მე ვეძებდი კომპანიას, რომელსაც დიდი პოტენციალი ჰქონდა, სადაც მნიშვნელოვანი გავლენა შევიტანდი და ვიმუშავებდი გუნდთან, რომელსაც ვენდობოდი.’’

 “ჩაჰალი მიიჩნევს, რომ Milieu Insight მარტივად შეუძლია სამხრეთ აზიის ფუძიდან აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მარკეტებზე გაფართოება. “ჩვენი მიდგომის სრულყოფილება იმაში მდგობარეობს, რომ იგი აბსოლუტურად განვითარებადია,’ – აღნიშნავს ის. ‘ჩვენ ვამუშავებთ ახალ ხედვას მომხმარებლის კვლევებზე, იმ ბაზრებზე, რომლებსაც ინოვაციები ძალიან სჭირდებათ.’  კომპანია არ მივყვება გაფართოების ტრადიციულ გეგმებს, ჩაჰალი ხაზგასმით აღნიშნავს, ‘ჩვენ უნიკალურები ვართ და კომპანიას არ ავაშენებთ ისე, როგორც ყველა სხვამ 20 წლის წინ, ან თუნდაც იმ პრინციპებით, რომლებითაც ახალი კომპანიები ვითარდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ წავალთ იმ მიმართულებით, რომელსაც კლიენტები მოითხოვენ, და ვიცით, რომ ჩვენი შეთავაზება და პლატფორმა საუკეთესო იქნება ამ ბაზრებზე.’”

საერთო ხედვა: ინოვაციები გლობალური გავლენისათვის

ანგის ხედვისა და ჩაჰალის პროფესიონალიზმის სინერგია, ეხმარება Milieu-ს გლობალურ მარკეტზე ინოვაციების შექმნაში. საერთო მიზნისკენ მისწრაფება აუცილებელია კომპანიის პასუხისმგებლობებისთვის, რომელიც პროგრესისკენ სწრაფი სვლა და ახალი ფუნქციების შემუშავებაა. მათ შორისაა AI-კვლევის ასისტენტი და მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტი, რომლებიც გვპირდება კვლევის დიზაინის, ანალიზისა და მონაცემების პრეზენტაციის საუკეთესო ვერსიების შემუშავებას. 

„Milieu Insight-ში ჩვენი მიზანია კვლევის ჩატარების პროცესის ფუნდამენტურად შეცვლა,“ ამბობს ანგი. „ჩვენი ყურადღება მიმართულია კვლევის მიწოდების მთლიანი ჯაჭვის ოპტიმიზაციისკენ, რათა გავამარტივოთ ჩვენი მომხმარებლების ცხოვრება და პროცესები ყოველ ნაბიჯზე.“

ჩაჰალის თქმით: „ინოვაცია მუდმივია. ჩვენ შეგვიძლია, რომ უბრალო კონცეფცია სწრაფად გადავიყვანოთ წარმოებაში. აქ მმართველობის დიდი სქემა არ არსებობს. ჩვენ ყველა ერთნი ვართ, სწრაფად ვიფიქრებთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს.“ 

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი ფოკუსი ტექნოლოგიებზე მოდის, ანგი და ჩაჰალი ხაზგასმით აღნიშნავენ ადამიანების მნიშვნელობას Milieu Insight-ის წარმატებაში. „დღის ბოლოს,“ ამბობს ჩაჰალი, „ჩვენი ბიზნესი ადამიანების გაგებაზეა. ტექნოლოგია, რომელსაც ვანვითარებთ, და მონაცემები, რომელსაც ვკრებთ, ყველაფერი მიმართულია ადამიანის ქცევებისა და საჭიროებების გასაუმჯობესებლად.“

ეს ფილოსოფია მკაფიოდ ჩანს კომპანიის პანელების მართვის სტრატეგიაში. მას აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტიური გამოკითხვის პანელები, რომელშიც მონაწილეობს ორ მილიონზე მეტი ღრმა პროფილის მქონე მომხმარებელი. „ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ პანელისტები კვლევებში“ ამბობს ჩაჰალი. „ჩვენი პრიორიტეტი არა მხოლოდ ინფორმაციის ბაზის, არამედ საზოგაოების შექმნაცაა.“ 

გლობალური კურსის გაწერა

Milieu Insight-ის გაფართოება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გეოგრაფიული ზრდა. ეს არის თამამი ნაბიჯი მსოფლიო მასშტაბით მომხმარებელთა შეხედულებების გავნელაზე.

ანგი კომპანიის განვითარების და ახალი ეტაპის გზაზე ამბობს: „ჩვენი ზრდა, ჩვენი ღირებულებების და კვლევის დემოკრატიზაციის მისწრაფების დიდი ნაწილია. როდესაც ვფართოვდებით, არამხოლოდ ჩვენს ოპერაციებს ვზრდით; ჩვენ ვზრდით ჩვენს გავლენას. გვინდა, გავაძლიეროთ კომპანიები და მსოფლიო მასშტაბით მივცეთ შესაძლებლობა ხელმისაწვდომ, პრაქტიკულ ინფორმაციაზე.

„ასევე, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების არსებობა, ვინც სწორი ენერგიით, გულწრფელობით და ბევრი საჭირო უნარით გამოირჩევა,“ აღნიშნავს Ang. „სანის კომპანიაში ყოფნით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის განვითარებისთვის.”

Milieu Insight-ს წინ დიდი გზა აქვს და სინამდვილეში, ყველაზე საინტერესო თავები მათ ისტორიაში ახლა უნდა დაიწეროს. მისი ინდუსტრიაში ლიდერობის, მონაცემების შეგროვების მიდგომის, ძლიერი კომპანიის კულტურისა და გლობალური გაფართოების გეგმების გათვალისწინებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წარმატების ისტორია შესაძლოა მალე გახდეს ცნობილი მთელს მსოფლიოში. როდესაც ანგი და ჩაჰალი მზად იქნებიან კომპანიას ახალ მარკეტებზე გაუძღვნნენ, მომხმარებელთა შეხედულებები თავიდან დაიწერება, და კალამი Milieu Insight-ის ხელში იქნება.

S