მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5,000-ს გადააჭარბა

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5,000-ს გადააჭარბა

თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ორივე ქვეყანაში 5,000-ს გადააჭარბა.

CNN-ის მიერ მოპოვებული ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მოვლენას სულ მცირე 3,419 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 20,534-ს შეადგენს. რაც შეეხება სირიას, უკანასკნელი ცნობებით, დაღუპულია 1,602 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 3,649-ს უტოლდება.

შეგახსენებთ, თურქეთ-სირიის საზღვართან, კერძოდ კი თურქეთის გაზიანთეპის პროვინციის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ, გამთენიისას, თბილისის დროით 05:17 საათზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათის შემდეგ თურქეთში კიდევ ერთი, ამჯერად 7.5 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დღეს დილით კი 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *